„სულ იმის შიში გვაქვს, წყალი არ მოვარდეს და არ დაგვახრჩოს“ - წვიმის შიში ოზურგეთში
საზოგადოება - 17:49, 27 Jun, 2015     1273
ბოხვაურში მცხოვრებ 10-მდე ოჯახს მდინარე დვაბზუს წყალი ერთ წელზე მეტია პრობლემებს უქმნის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველ გაწვიმებაზე ადიდებული მდინარე რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელ სახლსა და კარ-მიდამოს უტბორავს. როგორც ისინი ჰყვებიან, გასულ წელს, წყალდიდობის შედეგად ერთ-ერთი ადგილობრივის, ვენერა გვრიტიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ჯებირი ჩაინგრა, დაგროვილი ნაგავი არხს კეტავს და ჩაწოლილ ჯებირთან ერთად წყალს გასვლის საშუალებას არ აძლევს და ადგილზე გროვდება, შექმნილი სიტუაციის გამო მდინარე მოსახლეობას სახლებში უვარდება:

,,შარშან წყალდიდობაზე, ივნისის თვეში მდინარე ადიდდა, დაიტბორა ჩვენთანაც ყველაფერი, საშინელ დღეში ვიყავით, გადმოსულმა მდინარემ სახლს საძირკველიც გამოაცალა, ადგილზე რომ მოვიდნენ და ნახეს რაც ხდებოდა, მაშინ კი თქვეს, რომ ესენი მართლა დაქცეულები ყოფილანო, მაგრამ იმის მერე ვეხვეწებით, ვეღმერთებით, იყვნენ, განა არ იყვნენ, მოვიდნენ გადაიღეს, მთელი ამბავი ვითომ, მაგრამ გავიდა ხანი და არაფერი. მე კი დავზარალდი, ფრინველი წამართვა, დათესილი რაც რამ მქონდა, ყველაფერი წყალმა წაიღო, ყველაზე მეტი ზარალი მე მომადგა. ადიდებულმა მდინარე დვაბზუს წყალმა ჯებირი ჩააწვინა, წაიღო მიწა და ყველაფერი მიიტაცა, სულ იმის შიში მაქვს წყალი არ მოვარდეს და არ დაგვახრჩოს, იმედებს გვაძლევენ იქნებაო, მაგრამ როდის არ ვიცი. გვეუბნებიან შვეიცარია გადმოგვირიცხავს თანხას და პრობლემაც მოგვარდებაო, მას შემდე ხან 20 დღეში იქნება, ხან 15 დღეში, სანამ არ წაგვიღებს წყალი და არ დაგვახრჩობს, მანამდე არ მოგვხედავენ, არ ვითხოვ ზარალის ანაზღაურებას, უბრალოდ ვითხოვ ეს პრობლემა მოაგვარონ“ - აცხადებს ვენერა გვრიტიშვილი.

ადგილობრივების თქმით განსაკუთრებული პრობლემა სამ ოჯახს ექმნება, დაპირების მიუხედავად კი, ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა:

,,როცა წვიმს, მაშინ ადიდდება მდინარე და გადმოდის წყალი ჩემ ეზოში, ტბორავს ყველაფერს. სამი მოსახლე, სირაძე, გვრიტიშვილი და აბესაძე უკიდურეს მდგომარეობაში ვართ.თქვენც ხედავთ აქ რა ხდება, სახლში მივარდება წყალი, 4-5 მოვიდნენ გამგეობიდანაც გადაიღეს სურათები და არაფერი. დაპირებები არის, თუმცა ყურადღება არავის მოუქცევია, ბლოს 15 დღის წინ მივმართეთ, გვითხრეს, გადმოირცხება და პრობლემაც მოგვარდებაო, იმის გამო, რომ შედეგი არცერთმა მიმართვამ არ გამოიღო, იძულებული გავხდით თქვენთვის მოგვემართა“, - აცხადებს სირაძე მარინა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადიდებული მდინარე სოფელში მდებარე სავალ ხიდსაც უქმნის საფრთხეს, თუ დროულად არ მიექცევა ყურადღება, შესაძლოა ცუდი შედეგი დადგეს:

,,ხიდთან ვცხოვრობ ძალიან ახლოს, ადიდებული მდინარე ხიდს საძირკველს აცლის, არ, სახლშიც შემოდის, იტბორება მთელი ეზო, მარტო მე არ ვარ ასეთ დღეში, ჩემგან გადასული წყალი მეზობლებსაც უქმნის საფრთხეს, ვითხოვთ დახმარებას, საკუთარი ძალებით ამ პრობლემის მოგვარება რთულია“, - გვეუნება გულნარა აბესაძე.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი ბოხვაურის თემში გოჩა ჭეფხოძე აცხადებს, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად პროექტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდი დააფინანსებს, თანხის გადმორიცხვა კი უახლოეს მომავალში მოხდება:

,,პირველ აპრილს იმყოფებოდნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენლები, მათი მისია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის პრევენციას ითვაისწინებს, აღნიშნული პრობლემა ადგილზე მინახულეს და დაგვპირდნენ, რომ პროექტს დააფინანსებენ, მე რამდენადაც ვიცი ფონდი გურია-აჭარაზე მთლიანად 400 ათასი ლარის გადმორიცხვას აპირებს და სწორედ ამ თანხის ფარგელში იგეგმება აღნიშნული პრობლემის მოგვარება, თუმცა უცნობია როდის გადმოირიცხება, ველოდებით ყოველ დღე. პრობლემა მართლაც რეალურია და დიდ საფრთხეს უქმნს მოსახლეობას“, - აცხადებს გოჩა ჭეფხოძე.

თეა იოსელიანი, გურია ,,ნიუპოსტი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42