ლადო ბურდულს იმედი ჰქონდა რომ მისი ეს ნაბიჯი შედეგს გამოიღებდა, თუმცა როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა.
ლადო ბურდული: „ამდენი ხანი ხმას არ ვიღებდი, ვიცოდი, რომ ყველას ამ ამონთხეულ ბოღმაზე საკადრისი პასუხი გაეცემოდა, საშინლად შეურაცხმყოფელ ტექსტებს წერდნენ, მინდოდა სამაგალითოდ დასჯილიყო ყველა ნაძირალა... მაგრამ?
არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ალბათ პროკურატურამდე რომ მივიდა, გააფრთხილეს, ასეთი ამბავი ხდება თქვენს თავსო და მერე უცებ ყველაფერი წაიშალა. ეს მაშინ როცა ამ ტიპების დაკავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, ყველა კონტროლის ქვეშ იყო. ჯიდიეს-მა ყველაფერი გაასუფთავა, როგორც მივხვდი პროკურატურამ უთხრა ასეთი ამბავი ხდება, ვერ ვაჩერებთ ამ კაცსო, მე დავიმუქრე სიენენს და ყველას ჩავრთავ მეთქი...
როდესაც პროკურატურისგან მივიღე პასუხი თქვენს საჩივარზე ვერ ვნახეთ ვერაფერიო. გავგჟიდი როგორ ვერ ნახეთ მეთქი. შევედი და გასუფთავებული დამხვდა ყველაფერი. 5000 კომენტარიდან სამი კომენტარია დარჩენილი. დამფრთხალი და სხვანაირ ხმაზე აჭიკჭიკებული ტიპების კომენტარი...
დღეს ყველა კითხულობს სად არის 90- იანების კრიმინალი ქუჩაში რომ იყოო. სად არის ბატონებო და ინტერნეტში შებრძანდით და ნახავთ. უპასუხისმგებლობა და სრული ანარქიაა. youtube - მა ფიზიკურად არ იცის ყ და ტყ... სიტყვები, იმიტომ რომ თავის სივრცეს აკონტროლებს ინტერნეტ ტერორისტებისგან.
ჩვენთან კი ეს მასიური ჭკუის სწავლება, რომელიც ჩემს მაგალითზე უნდა განხორციელებულიყო ჩავარდა. არადა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრედეს ეს ამბავი საქართველოში? ევროკავშირის მიდგომა ამასთან დაკავშირებით ამგვარია - შეურაცხმყოფელ სიტყვებზე 50 000 ევროს გადახდა და ორი წელი იძულებითი შრომა.
აქაც ერთხელ რომ გადაიხდიან ამ ფულს და ასეთ დარტყმას მიიღებნენ, ერთი ორი რომ დაისჯება, ინტერნეტში ასეთი ტერორისტობისა და ხულიგნობის სურვილი გაუქრებათ. უბრალოდ ეს ქვეყანა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. 5-10 წელიწადში ქვეყნის სირცხვილი იქნება ის რაც დღეს ინტერნეტში ხდება. ისევე როგორც 90-იანების მხედრიონი, რასაც ქუჩაში აკეთებდა, დღეს ქვეყნის სირცხვილი არის და ვერც ჩამოირეხცხავენ ვერასდროს... ესენი კი არიან ამ სიბოროტის მემკვიდრეები.
ის ტიპები, რომელბმაც ეს გააკეთეს, ამ ეტაპზე დაშინდნენ. მიხვდნენ რომ სერიოზული რაღაცა მოხდა. იცით რამდენი ადამიანი და რამდენი ოჯახია გადარჩენილი სერიოზულ სკანდალს? კრიტიკაზე კი არ არის ლაპარაკი, იქ იყო შეურაცხყოფები, თავდასხმები, ლანღვა-გინება... ეს უკვე ტერორი იყო სერიოზული.
არ იციან ვის დაეჯახნენ, მე საიდან მოვდივარ, რა გამოცდილება მაქვს და ვინებს ვეომე სანამ აქამდე მოვიდოდი, ეტყობა ეს არ იციან კარგად.
აქ არც ნატო არ ჩამოვა შენს დასახმარებლად და შენი ინტერესების დასაცავად და არც არავინ არ ამოგიდგება მხარში. შენი უფლებები შენ უნდა დაიცვა.
ჩემნაირმა ხალხმა ააშენა ამერიკა და თუ ასე არ იფიქრებენ, სულ იქნებიან მონები და ბატონები ამ ქვეყანაში, როგორც არის დღეს, და ასევე დარჩება ეს ქვეყანა დაკონსერვებული ამ გაგებით. მე კიდევ არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება მე ჩემს უფლებებს ბოლომდე დავიცავ.
მასალის გამოყენების პირობები






