როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლის დირექტორებისთვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის წარდგენა ზუგდიდის შეხვედრით დასრულდა. შევხედრის რესპოდენტები იყვნენ ირინა სამსონია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი და მანანა მებონია - სოფელ ზემო კახათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეკრებილ აუდიტორიას სქემის ეტაპების, ახალი სისტემის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სქემა ზუგდიდის, მესტიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს სკოლების დირექტორებს წარუდგინეს.
,,მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც მასწავლებლის თვითგანვითარებასა და მოსწავლის წარმატებაზეა ორიენტირებული. სქემა ითვალისწინებს როგორცპროფესიულ განვითარებას და პროფესიის მიმზიდველობის ზრდას, ისე მასწავლებელთა ანაზღაურების მატებას და ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას“ - განმარტავენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები






