ბილეთის მფლობელები, რომლებსაც GEM fest-ის დაწყების მომენტიდან უკვე ექნება ფესტივალის ტერიტორიაზე ულიმიტოდ შესვლის უფლება, GEM fest-ის line up-ის მთავარი ექსკლუზივის, არმინ ვან ბიურენის live-მოსმენის „ვიზასაც“ მიიღებს. როგორც დაანონსდა, DJ magazine-ის რეიტინგის სათავეში, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთხელ მყოფი ტრანსის მეფედ აღიარებული დიჯეი საქართველოში პირველად, სწორედ GEM fest-ის მოწვევით ჩამოდის და ის ფესტივალს იფიციალურად გახსნის.
ამ დროისთვის, ანაკლიაში, საფესტივალო ტერიტორიაზე მზადება მიმდინარეობს. 18 ჰა ტერიტორიაზე, მთელი ფესტივალის მსვლელობის განმავლობაში, რამდენიმე მუსიკალური სცენა და კინოთეატრი იფუნქციონირებს. ორგანიზატორები კარვების ქალაქში ჩრდილსაც უზრუნველყოფენ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია GEM fest-ის პარტნიორ საიტზე www.eventer.ge.
მასალის გამოყენების პირობები






