ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შენობა პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად 29 მაისს გამოიტანა.
უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვმ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვმ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრული იყო 6 მილიონი აშშ დოლარით.
აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 100 ნომრიანი) შექმნა (მათ შორის მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება) და ფუნქციონირების დაწყება, უზრუნველყოს.
ასევე პირობებში წერია, რომ მყიდველის მიერ უზრუნველყოფილ იქნას აუქციონის დასრულებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპრივატიზებო უძრავი ქონებით, უსასყიდლოდ, გამყიდველის და გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის სარგებლობა.
მასალის გამოყენების პირობები






