"ჯუნა ათი წლის წინ გავიცანი, ის დაინტერესებული იყო კლონირების ტექნოლოგიებით. ძალიან განიცდიდა შვილის გარდაცვალებას და სერიოზულად გეგმავდა მის კლონირებას. ჯუნამ მომიყვა, რომ შვილის გარდაცვალებისთანავე მედიკოსებს მისი სპერმა ააღებინა. ეს ბიომასქალა გაყინული იყო რამდენიმე წელი და ლაბორატორიაში ინახებოდა. შემდეგ ჯუნამ ის ჩვენი კლინიკის ბანკში გადმოიტანა. იმედი ჰქონდა რომ შვილის კლონიებას შეძლებდა. მაგრამ ეს იდეა გადავაფიქრებინე.
მოგვიანებით მას ახალი იდეა გაუჩნდა - საკუთარი მომავალი შვილიშვილის ემბრიონის მიღება. რადგან არსებობდა გაყინული სპერმა, შესაძლებელი იყო დონორი კვერცხუჯრედის მოძებნა და ხელოვნური გზით მისი განაყოფიერება. გამოვიდოდა ჯუნას ვაჟის შვილი. ამასთან ჯუნა ამბობდა რომ თავად სურდა კვერცხუჯრედის დონორი ყოფილიყო და საკუთარი შვილიშვილი თავადვე გაეჩინა. მაგრამ ეს მხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმთელმა ქალებმა უნდა ქნან, ჯუნას კი ჯანმრთელობა და ასაკი არ უწყობდა
ხელს. ამიტომ სუროგატი დედის ვარიანტი შევთავაზე და ჯუნა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დამთანხმდა" - ყვება იაკოვნენკო.
ჯუნას შვილისადმი დამოკიდებულებაზე აგრეთვე კომენტარი გააკეთა მისმა ძმის შვილმა გენადი სარქისოვმა: "მას ძალიან უნდოდა ვახოს გაცოცხლება, ძალიან უყვარდა შვილი. უნდოდა მაასთან კავშირი არ გაეწყვიტა და ამდენი ხნის განმავლობაში იმ მობილური ტელეფონის ნომრის გადასახადებს იხდიდა, რომელიც შვილს საფლავში ჩააყოლა. პერიოდულად ურეკავდა ხოლმე მას, მაგრამ როგორც ჩანს აბონენტი მიუწვდომელი გახლდათ".
წყარო: msk.kp.ru
მასალის გამოყენების პირობები






