ტარგედია დატრიალდა ხობის რაიონის სოფელ ყულევში, სადაც რამდენიმე დღის წინ, 18 წლის რატი შამათავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბიჭი სამხედრო მოსამსახურე იყო. ყვლასთვის მოულოდნელად და აუხსნელად სამხედრო სამსახურის დაწყებიდან სამ თვეში სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების საგუშაგო კოშკიდან პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, რის შემდეგაც ორი კვირის ვადით ოჯახის წევრებს შინ გააყოლეს. რამდენიმე დღის წინ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე რატის ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, - აქედან წამიყვანეთ თორემ, თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო. ვფიქრობთ, გასარკვევია რა ხდებოდა სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ისეთი, რომ 18 წლის ახალგაზრდა 10 დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. შემდეგ კი ორი კვირით სახლში ჩასულმა, თავისუფლების ვადის ამოწურვის ბოლო დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"კვირის პალიტრა" გარდაცვლილი რატი შამათავას ბიძას, ბესო სიჭინავას დაუკავშირდა.
ბესო სიჭინავა:
- რატის მამა სახლში იყო, როცა ეს უბედურება დატრიალდა. ეზოდან რაღაც ხმა გაუგია, როცა გარეთ გავიდა, საშინელი სურათი დახვდა, რატი კაკლის ხეზე თოკით ეკიდა. მსგავსი რამ უმძიმესი სანახავი იქნება ყველა მამისთვის, გონზე არ არის კაცი. გაწვევა ორჯერ მიიღო, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. მესამედ რომ გამოიძახეს, სიხარულით წავიდა და იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფში მოხვდა. განაწილებისას, რუსთავში, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში გადაიყვანეს. კოშკზე იდგა. დაახლოებით სამი თვე იყო გასული, როცა ბავშვი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განათავსეს....ვერავინ გვცემს პასუხს რატომ მოხვდა ფსიქიატრიულში.
ვრცლად მასალა იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






