ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა საქართველოში- IDFI
საზოგადოება - 13:29, 26 Jun, 2015     1022
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და სტატისიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014წელს შეადგენს 4003 პირს რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს.
"ნიუპოსტი" IDFI-ის კვლევას უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო 2013 წელს იქნა დაჯარიმებული - 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ ჯარიმათა საერთ რაოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის ყველაზე მეტი პირი მსჯავრდებულია 2014 წელს - 4003 პირი, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% - პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

IDFI მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის წარმოებისას უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ნარკომანიით დაავადებულ პირთა ადეკვატური მკურნალობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იმგვარი დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფს რეალურად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამიჯვნას სხვა ნარკოტიკული დანაშაულისგან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული კუთხით, კლავ რჩება მთელი რიგი კითხვის ნიშნები საქართველოს კანონმდებლობის ნარკომომხმარებლებზე სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით," ნათქვამია არასამთავრობო ოგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42