ფესტივალი „არტ-გენი 2015“ 28 ივნისს გაიხსნება
საზოგადოება - 10:44, 26 Jun, 2015     2154
28 ივნისს, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში ფესტივალი „არტ-გენი 2015“ რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. ფესტივალი სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება, სადაც მოეწყობა ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ქართული სამზარეულო და „შავფაროსნების“ წარმოდგენა. 5 ივლისს კი ფესტივალი დაბა სურამში, ბაიანთხევის ტყე პარკში გადაინაცვლებს. სურამში ფესტივალზე ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებისა და ტრადიციული გამოფენების გარდა, „ფრანის“ და ანსამბლ „ჩვენებურების’ კონცერტი გაიმართება.

წელს ფესტივალის მთავარი თემაა ბიბლიოთეკა და წიგნი. აღნიშნული თემიდან გამომდინარე 3 ივლისს ფესტივალი „არტ-გენის“ ორგანიზატორებსა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება და ფესტივალის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოეწყობა.

„არტ-გენის“ დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად თბილისში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 19-26 ივლისსს გაიმართება.

საკონტაქტო პირი

მარი ონეზაშვილი

ფესტივალ “არტ-გენის” პრესსამსახური

ტელ: 599 18 07 44

E-mail: mari.onezashvili@gmail.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42