2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
საქართველო, როგორც ყველა საზღვაო ქვეყანა, ყოველწლიურად 25 ივნისს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. წელს, 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებული მოვლენების გამო გაუქმდა დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები ქ. ბათუმში, როგორც ეს აღინიშნებოდა 2011-2014 წლებში.
მეზღვაურის პროფესია საკმაოდ შრომატევადი, და ამავდროულად საინტერესოა. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, რადგან მსოფლიო ტვირთების გადაზიდვების უმეტესი ნაწილი სწორედ საზღვაო გზით ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქართველ მეზღვაურებს დაუბრუნდათ ევროკავშირის აღიარება და გაეხსნათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების გზა.
25 ივნისი არის თარიღი, როდესაც მთელი მსოფლიო მადლობას უხდის მეზღვაურებს მათი შრომისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.
გვინდა შევუერთდეთ საერთაშორისო კამპანიას და მადლობა გადავუხადოთ საქართველოში მცხოვრებ 8000 - ზე მეტ მეზღვაურს მათი თავდაუზოგავი შრომისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






