როგორც "ნიუპოსტისათვის" გახდა ცნობილი, გერმანული კონცერნ "კერხერის" ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კავკასიაში და მისმა პარტნიორმა შ.პ.ს. "ეკოლაინმა" მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება დაეხმარონ თბილისის მერიას 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ნიუპოსტი" დაუკავშირდა შ.პ.ს. "ეკოლაინის" მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბ-ნ. ირაკლი ანთიძეს.
როგორც მან განაცხადა: "კერხერი" და "ეკოლაინი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და შესაბამისად თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს იმ ადამიანებსა და სამსახურებს, რომელნიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ.

- ბატონო ირაკლი, როგორც ჩვენთვის ცნობილია ის საქონელი, რომელსაც თქვენ მერიას გადასცემთ, საკმაოდ მაღალი ღირებულებისაა...
- დიახ, ეს ასეა. ჩვენ, "ეკოლაინმა" და "კერხერმა" მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება უსასყიდლოდ გადავცეთ, ქალაქს 60 000 ლარის ღირებულების სპეციალური აპარატურა, რომელიც უნიკალურია და ზედგამოჭრილია სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებისას. აღნიშნული გადაწყვეტილება, გასულ კვირას ქალაქ მინსკში, დილერთა ყოველწლიური შეხვედრის ფორმათში, "კერხერის" ვიცე პრეზიდენტთან ექსპორტის დარგში ბატონ აქსელ შტოლცთან შეხვედრისას და მისი მხარდაჭერით იქნა მიღწეული, რისთვისაც დიდი მადლობა მას და მთლიანად "Alfred Kärcher GmBh & Co."-ს.

- რაში მდგომარეობს, ამ აპარატურის უნიკალურობა?
- როგორც მკითხველისათვის, ალბათ ცნობილია, "კერხერი" მსოფლიო ლიდერია დასუფთავებისა და მაღალი წნევით რეცხვის აპარატურის წარმოებაში. სწორედ ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ მაღალი წნევით რეცხვის ავტონომიური დანადგარები, რომელნიც მობილურ სისტემებს წარმოადგენენ და მათ არ სჭირდებათ კვების გარე წყარო. როგორც ცივი ისე ცხელი წყლის აპარატურა, ამ უკანასკნელის გამოყენება ასევე შესაძლებელია სადეზინფექციო სამუშაოებისათვის და ორთქლით რეცხვისათვის. აღნიშნული აპარატურა, ფართოდ გამოიყენება მათ შორის მსგავსი სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციისას.
- ბატონო ირაკლი, რამდენად ხშირად ეწევა "კერხერი" ქველმოქმედებას?
- მინდა გითხრათ, რომ "კერხერი" არასდროს რჩება უმოქმედოდ ასეთი მოვლენების დროს და ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას. თუ განვიხილავთ მხოლოდ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციას, "კერხერმა" მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ნეპალის მთავრობას ამა წლის აპრილში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისას ასვე, როგორც იაპონიის მთავრობას 2011 წლის დამანგრეველი ცუნამის დროს.

მასალის გამოყენების პირობები






