აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების მიზნით დონორთაშეხვედრა მოეწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:07, 25 Jun, 2015     672
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის დაფინანსების შესახებ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთისა და არგვეთის მონაკვეთების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზის შედეგების განხილვა გაიმართა. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო სექტორში მოქმედ დონორთა კოორდინაციის ხელშეწყობა, ამჟამად არსებული მდგომარეობისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე შესაბამისი საკითხებისა და სტრატეგიების განხილვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ხდება მთლიანი საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტის გადაზიდვა. აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ერთის მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, ხოლო მეორეს მხრივ - თურქეთსა და ევროპას შორის. საქართველოს მთავრობისთვის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულება და მისი საერთაშორისო საავტომობილო გზების სტანდარტებთან ჰარმონიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და სურს, რომ პროექტი 2020 წელს დაასრულოს.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და დონორთა მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42