სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მუშტაიდის პარკმა უმასპინძლა
საზოგადოება - 11:11, 25 Jun, 2015     4047
თბილისის მერიისა და შპს „ჯეო გოლდის“ ინიციატივით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მუშტაიდის პარკმა უმასპინძლა. 40-მდე მოზარდს შესაძლებლობა ჰქონდა ატრაქციონებითა და საბავშვო რკინიგზით უფასოდ ესარგებლა.

მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა1935 წლის 24 ივნისს გაიხსნა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარკში დაგეგმილი იყო სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რაც თბილისში მომხდარი სტიქიის გამო გადაიდო.

თბილისის მერიისა და მუშტაიდის პარკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იუბილე სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად აღინიშნა.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები პარკში თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ მიიყვანა.

თბილისის ერთ-ერთი უძველესი მუშტაიდის პარკი XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. 1935 წლის 24 ივნისს მუშტაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა.

2011 წელს „მუშტაიდის პარკი“ 49 წლიანი მართვის უფლებით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ შპს „ჯეო გოლდს“ გადასცა. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორმა უზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების და ნორმების შესაბამისი პარკის კეთილმოწყობა და გასართობი ატრაქციონების დამონტაჟება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42