ექსკლუზივი: ქვეყანაში ამდენი მილიარდელი და მილიონერი გასუსულია... გააშუქეთ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები
კულტურა - 20:41, 24 Jun, 2015     6409
მას ვისაც სურვილი აქვს ქართულ ფოლკლორს ეზიაროს და სულში ჩამწვდომი მრავალხმოვანებით ისიამოვნოს - 30 ივნისს, დელისის მეტროსთან პროფკავშირების დარბაზს ეწვიოს. გიორგი ჩიტაური და მისი მეგობრები იმ კონცერტზე გეპატიჟებათ, რომელსაც მეხსიერებიდან ვერასოდეს წაშლით. რეგიონალური გასვლითი კონცერტების შემდეგ დასკვნითი გალა კონცერტის ჩატარება დედაქალაქში დაიგეგმა.

გიორგი ჩიტაური: ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს ღონისძიება მიეძღვნას მათ ხსოვნას, ვინც სტიქიის შედეგად, ამ ტრაგედიის დროს გარდაიცვალნენ. ეს ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს, იქედან გამომდინარე, რომ არავინ არ გვაფინანსებს და არანაირი სპოსნსორი არა გვყავს, შეიძლება ბინები ვერ ვუყიდოთ, მაგრამ რაღაც ელემენტარულს შევძლებთ და დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანის თანადგომა სჭირდება დღეს. ეს იქნება გამოძახილი რომ სხვებმაც მიიღონ ამაში მონაწილეობა, მაშინ როდესაც ამდენი მდიდარი ადამიანი, მილიარდელი და მილიონერები არიან ქვეყანაში გასუსულები და ხმას არ აიღებენ , იმ ადამიანებს უნდსა გავაგებინოთ ამ საქმით, რომ ნუ დაიმალებიან და დაუდგნენ გვერდში ამ ადამიანებს.

ღონისძიების ბოლოს გავავრცელებთ სპეციალურ განცხადებას, სადაც იქნება ჩვენი ახზალგაზრდა ხელოვანების სამოქმედო გეგმა, ჩვენ ქართული ტრადიციების, ქართული კულტურის, ქართული ცნობიერების ამაღლებისათვის ვიბრძვით და ეს არ არის მხოლოდ კონცერტი ან კომერციული დატვირთვის მქონე ღონისძიება, ჩვენ ვიბრძვით იმისათვის რომ ეს დამოკიდებულებები შეივცცვალოს და თაობებს ვასწავლოთ და გადავცეთ ის რასაც ჩვენ ვემსახურებით, რასაც ქართული სული ჰქვია და რასაც საერთოდ ყველა ქართველი უნდა ემსახურებოდეს.
ჩვენ არავინ არაფერში არ გვეხმარება, სამწუხაროდ ახალგაზრდობას არ ეძლევა საშუალება თავისი ნიჭის, თავისი ტალანტის თავისი საქმის კეთების რეალიზება მოახდინონ სათანადოდ, სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იკარგება ქვეყანაში. არადა, რამდენი ტალანტია ირგვლივ, რომელსაც ღმერთმა მისცა ნიჭი, რომ თავის სამშობლოს ემსახუროს, თავის ქვეყანას, მაგრამ?... არა აქვთ ამის საშუალება, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც არ აძლევენ მათ ამის შანსს, ისინი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს ასხედან, მერე ზოგი ჯიპებს ყიდულობს და უზრუნველყოფილი და მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს...

ღონისძიებაზე სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ და დავისახავთ სამომავლო გეგმებს. ვგეგმავთ ქართული ხელოვნების სკოლების გახსნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქშიც... გვაქვს ბევრი სხვა ჩანაფიქრიც.... ყველა დეტალსა და ნიუანსს ღონისძიებაზე გავაჟღერებთ.

ამიტომ თქვენი საიტის დახმარებით მინდა მოვუწოდო ყველა ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოებს მობრძანდით, გააშუქეთ, აჩვენეთ ხალხს როგორ მღერიან მთის შვილები და არა მარტო მთის... თუ რა მდიდარია ჩვენი ქვეყანა ნიჭიერი ახალგაზრდებით... უმეტესობა მათგანი უცნობია საზოგადოებისთვის. მოდით, გააშუქეთ გააკეთეთ სიკეთე .... ღონისძიება საღამოს 7 საათზე გაიმართება.

სამი წლის განმავლობაში, 64 კონცერტი გვაქვს ჩატარებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ძალიან ბევრი საქველმოქმედოც. ერთ-ერთი იყო ფუძნარის ეკლესიის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული კონცერტი, დღეს უკვე ფაქტობრივად მთავრდება ამ ტაძრის რეაბილიტაცია, ბედნიერი ვარ იმით, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავძარით ეს პროცესი, ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის... მაგრამ გული მწყდება რომ არავინ აშუქებს ჩვენს კონცერტებს და ასე ძალით ვეხვეწებით. ნუთუ არის რამე უფრო საინტერესო ვიდხერე ქართული საქმის კეთება?






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42