დავით ნარმანია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 17:17, 24 Jun, 2015     1154
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერი „თბილსერვის ჯგუფის“, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და „სინათლის ქალაქის“ წარმომადგენლებთან ერთად, ზოოპარკის, მზიურის, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის, წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდა.

ზოოპარკის ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების მიერ უკვე დაწყებულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, წყნეთის ქუჩაზე მიმდინარეობს საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საკანალიზაციო სისტემის აღდგენისა და დროებით გაწმენდითი ნაგებობის მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები დღეს დასრულდება. ასევე, დაიწყო ვაკე-საბურთალოს გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების ფრაგმენტული აღდგენაც. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები მზიურში.

„მას შემდეგ, რაც საყრდენი კედელი იქნება მთლიანად აღდგენილი და ტერიტორია მოწესრიგებული, უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდება მისი დაერთება საკანალიზაციო ქსელთან. პარალელურად, ჩვენთან შეთანხმებით იმუშავებენ კომპანიის წარმომადგენლები, რომ მოწესრიგდეს წყნეთის ქუჩასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემა. რაც ყველაზე მთავარია - ჩამოშლის საფრთხე, რაც ტერიტორიას ემუქრებოდა, ლოკალიზებულია, მაგრამ მომავალში შესაძლო წყალდიდობის დროს რისკის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მყარი საყრდენი კედელი გაკეთდეს და სწორედ ეს პროექტი დავიწყეთ ჩვენ. სამუშაოები დაახლოებით ორთვენახევარში დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მზიურში ნაშალი მასალის და ხის მორების გასატანად 130-ზე მეტი თვითმცლელი ავტომანქანა მუშაობს. პარალელურ რეჟიმში დაიწყო ცალკეული ტერიტორიების აღდგენის სამუშაოები. კერძოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის კოლექტორის მოწესრიგება. წყნეთის ქუჩის N13-ის მიმდებარედ დაიყო საყრდენი კედლის აღდგენა, ასევე, ვაკე-საბურთალოს გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთის ფრაგმენტული აღდგენა. ამჟამად მონტაჟდება მინი-გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამონადენ წყლებს გაასუფთავებს და დაბინძურებული წყალი მდინარე ვერეში აღარ მოხვდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას, დავით ნარმანია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შტაბშიც იმყოფებოდა, სადაც არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს უფროსისგან მიიღო.

ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კვლავ აქტიურად მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები.

„უკვე რამდენიმე დღეა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე მაშველები. ამ დროისთვის იძებნება სამი ადამიანი და იმედს ვიტოვებთ, რომ მივაგნებთ მიცვალებულებს“,- განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოების გარდა, თბილისის მერიაში უკვე დაიწყო მუშაობა მდინარე ვერეს ტერიტორიის გრძელვადიანი პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე დღეს მერიაში სამუშაო შეხვედრა იმართება, სადაც სპეციალისტები პროექტთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42