თბილისის მერიასა და საქსტატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 16:15, 24 Jun, 2015     1149
თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მემორანდუმი უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„ჩვენ საქსტატთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგარამ არის ცალეკეული სფეროები, სადაც უფრო სიღრმისეულად გვჭირდება ერთობლივი მუშაობა, მონაცემების დამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ხნის დასრულდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. დედაქალაქთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყრის თავს, მუშავდება და ეს ყველაფერი სამომავლოდ გამოგვადგება იმისათვის, რომ შესაბამისი ანალიტიკური სამუშაოები ვაწარმოოთ და ციფრებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მივიღოთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერი დაუშვილის თქმით, მემორანდუმი სტატისტიკური ინფორმაციის დროულ და ეფექტურ ურთიერთმიწოდებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია ორ უწყებას შორის უფრო მჭიდრო კავშირის თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია სტატისტიკური პროდუქტების დამუშავების პროცესში სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან ინფორმაციის გაცვლა მოხდება დროულად“,-განაცხადა მერი დაუშვილმა.

დოკუმენტის მიხედვით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თბილისის მერიას სტატისტიკურ ინფორმაციას (გარდა კონფიდენციალურისა) მიაწვდის და მერიის ინტერესების სფეროში შემავალი სტატისტიკური პროდუქტებით უზრუნველყოფს. თბილისის მერია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქსტატს ინფორმაციის მოპოვებისა და მიღების ორგანიზებაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. მემორანდუმი სამუშაო ჯგუფების შექმნას და ხელმომწერი მხარეებისთვის კონკრეტული პროდუქტებისა და წინადადებების შეთავაზებასაც ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42