„RMG ჯგუფი“ საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრს სიცრუეში ადანაშაულებს
საზოგადოება - 16:05, 24 Jun, 2015     482
კომპანია „RMG ჯგუფი“ საყდრისის დაცვის კომიტეტის ბრალდებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მუზეუმისა და ეკო აუდიტის თაობაზე გაკეთებული განცხადებები საფუძველს მოკლებულია.

კომპანიაში აღნშნავენ, რომ “RMG gold”-ის დაფინანსებით უახლოეს მომავალში დაიწყება მუზეუმის დაპროექტება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სამუზეუმო სივრცის შექმნისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების დაწყება, რომელიც ასევე კომპანია RMG gold”-ის მიერ იქნება დაფინანსებული.

„დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ზოგიერთი წევრის მიერ კომპანია “RMG gold”-ის მიმართ კვლავ გაჟღერდა მორიგი ცრუ ბრალდებები, თითქოს კომპანია არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ამ დრომდე არ არსებობს მუზეუმის შექმნის კონცეფცია. გვსურს გაცნობოთ რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნასთან დაკავშირებით კომპანია “RMG gold”-ი აქტიურად თანამშრომლობს როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ასევე ყველა შესაბამის უწყებასთან. დღეის მდგომარეობით შერჩეულია და გამოყოფილია ადგილი, სადაც განთავსდება თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებულია სამუზეუმო სივრცის შექმნის კონცეფცია, რის საფუძველზეც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით და კომპანია “RMG gold”-ის დაფინანსებით უახლოეს მომავალში დაიწყება მუზეუმის დაპროექტება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სამუზეუმო სივრცის შექმნისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების დაწყება, რომელიც ასევე კომპანია RMG gold”-ის მიერ იქნება დაფინანსებული. გაუგებარია საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ზოგიერთი წევრის მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდება, ვინაიდან საკითხში ჩახედული ნებისმიერი პიროვნებისთვის აღნიშნული პროცედურები კითხვებს ნამდვილად არ უნდა აჩენდეს“, - ნათქვამია „RMG ჯგუფის“ განცხადებაში.

რაც შეეხება ეკო აუდიტს კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია, რომელიც აუდიტს ატარებს ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა და საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, საერთაშორისო გარემოსდაცვითი აუდიტორები იღებენ მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც დადგენილ ვადებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - აიპ "გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია" კომპანია "არემჯის" ჩასატარებელი აუდიტის გეგმას წარუდგენს, პროექტში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტები და "არემჯის" წარმომადგენლები ერთობლივ, საჯარო პრეზენტაციას გამართავენ. აღნიშნული აუდიტის სრულფასოვნად ჩატარებით და შემდგობში გარემოსდაცვითი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, "RMG ჯგუფს“ სურს წერტილი დაუსვას რეგიონში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობით სპეკულირებას და სამომავლოდ გახდეს ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გამორჩეული იქნება გარემოს დაცვის კუთხით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტი კვლავ აგრძელებს ცრუ ბრალდებებს „RMG ჯგუფის“ წინააღმდეგ, რაც აშკარად მიზნად ისახავს კომპანიის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია „RMG ჯგუფის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42