,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO-ს შავ სიაში“ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:58, 24 Jun, 2015     1618
ეკონომიკის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე.წ. „შავ სიაშია“ და დღის წესრიგში დგას ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ICAO არ აწარმოებს ე.წ. „შავ სიას“, არამედ ამ ორგანიზაციის მიერ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე პერიოდულად ხდება სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების ასახვა, სადაც ასევე მოცემულია ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების თაობაზეც.

„სამოქალქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ვებგვერდზე გამოქვეყნებული აუდიტის შედეგები ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს და არ გულისხმობს ამ ორგანიზაციის მიერ რომელიმე ქვეყნის რაიმე სახის სიაში განთავსებას, მისი ამ ორგანიზაციიდან გარიცხვას ან სხვა რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებას.

2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული ICAO–ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგებში, რომელიც მოიცავდა 2007–2013 წლების შემოწმების პერიოდს, დაფიქსირდა ხარვეზი ამ პერიოდში განხორციელებული ავიაკომპანიების სერტიფიცირების პროცესში. შესაბამისად, ICAO-ს მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო 2013 წლის 19 აგვისტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის #142 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების დამტკიცების თაობაზე“ ახალი წესის შესაბამისად, საქართველოს დროშით ოპერირებადი მოქმედი სერტიფიკატების მქონე ავიაკომპანიების რესერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რაც თავის დროზე, ბრძანების გამოცემიდან ICAO–ს ყოვლისმომცველი აუდიტის ჩატარებამდე პერიოდში, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დროის სიმცირის გამო, ვერ მოესწრო.

სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, აუდიტის შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან კონსალტაციების შედეგად, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ახალი ავიაკომპანიების რეგისტრაციაზე დროებით გამოცხადდა ე.წ. „მორატორიუმი“ და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Austro Control–ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად და მათი ზედამხედველობით, განხორციელდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების რესერტიფიცირება. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული შედეგების თაობაზე მუდმივად ხორციელდებოდა და ხორციელდება ICAO–სა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობა.

ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უნდა ჩატარდეს ICAO–ს განმეორებითი აუდიტი, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა აღნიშნულ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები განმეორებითი აუდიტის დროულად ჩატარების მიზნით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები იძლევა საფუძველს, რომ 2013 წელს დაფიქსირებული ხარვეზი სრულად იქნეს აღმოფხვრილი.

ასევე, შედარებისთვის უნდა აღინიშნოს 2007 წლის ივნისში საქართველოში ჩატარებული ICAO–ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგებიც, რომლის თანახმად, ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების შესრულების საერთო მაჩვენებელი იყო 32%, მაშინ როდესაც 2013 წლის აუდიტის შედეგად, იგივე შესრულების მაჩვენებელი დაფიქსირდა 56%, ხოლო კონკრეტულად ავიაკომპანიების სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის კუთხით 2007 წლის შესრულების მაჩვენებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ 16.94%, ხოლო 2013 წლის აუდიტის შედეგად კი, იგივე შესრულების მაჩვენებელი აუდიტმა განსაზღვრა 60.43%. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 წლის ICAO–ს აუდიტის შედეგები, იმ პერიოდში, ნამდვილად გახდა ევროკომისიის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთოების კომიტეტის განსჯის საგანი და თავის დროზე, ქართულ ავიაკომპანიებს, რომლებიც დაფრინავდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, შეექმნათ კიდეც გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით ფრენების განხორციელებისას.

აქვე, ინფორმაციისათვის, ICAO–ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკომისიის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება არანაკლებ ორჯერ, დეტალურად, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლების თანდასწრებით, ისმენს და იხილავს იმ საფუძვლებს, რის გამოც ICAO–ს ოფიციალური ვებგვერდზე ქვეყანას დასმული აქვს სიმბოლო – წითელი დროშის სახით (ეს სიმბოლო ამ ორგანიზაციის მიერ შემოღებულ იქნა 2014 წლიდან) და მხოლოდ ამის შემდეგ, მას გამოაქვს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა ან მისი დროშის ქვეშ ოპერირებადი რომელიმე ავიაკომპანია შეიყვანოს თუ არა ე.წ. „აკრძალული ქვეყნების“ და „აკრძალული ავიაკომპანიების“ სიაში, რომელთაც აეკრძალებათ ფრენების განხორციელება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

დღეის მდგომარეობით, 13 ქვეყნიდან (რომელთაც ICAO-ს ვებგვერდზე აღნიშვნა აქვთ გაკეთებული წითელი დროშის სახით) ევროკომისიას მხოლოდ 5 ქვეყანა ჰყავს შეყვანილი „აკრძალული ქვეყნების“ სიაში და ეს ქვეყნებია – ყაზახეთი, ანგოლა, ჯიბუტი, სიერალეონე და ერიტრეა. ამასთან, საყურადღებოა, რომ მართალია ICAO–ს ვებგვერდზე სხვა 13 ქვეყანას შორის, საქართველოს გასწვრივაც დასმულია სიმბოლო – წითელი დროშის სახით, თუმცა 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ე.წ. „აკრძალული ქვეყნების“ სიაში შეყვანის საკითხი არც კი გამხდარა ევროკომისიის ავიაციის უსაფრთხოების კომიტეტის განსჯის საგანი, გამომდინარე იქედან, რომ საფუძველი, რის გამოც ქვეყანამ მიიღო შენიშვნა აუდიტის შედეგად, ატარებდა შედარებით ფორმალურ ხასიათს, რაც ევროკომისიამაც გაიზიარა, განსხვავებით 2007 წლის ICAO–ს აუდიტის შედეგებიდან.

ამ ეტაპზე, 2013 წელს დაფიქსირებული ხარვეზი სრულად არის აღმოფხვრილი და ველოდებით ICAO–ს განმეორებითი აუდიტის ჩატარების თარიღის დანიშვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შავ სიაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42