საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა - IDFI
საზოგადოება - 13:17, 24 Jun, 2015     2190
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ საზღვარგარეთ დაკავებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
IDFI-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებს "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 28 აპრილს სამინისტროდან მოწოდებული იქნა, მხოლოდ 23 ქვეყანაში (არგენტინა, აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და 4 ქალაქში (სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი) საკონსულო დაწესებულების მონაცემები დაჯამებული სახით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა.

2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე.

რაც შეეხება საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტირების/გამოძევების შემთხვევებს, როგორც ირკვევა 2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე. საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების მსგავსად, დეპორტირების შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება - 2 280 პირი. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სულ დეპორტირებულია 201 საქართველოს მოქალაქე."-ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ სრულად







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42