საპარტნიორო ფონდმა ჩინელ ბიზნესმენებს უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:41, 24 Jun, 2015     1428
საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა. ჩინეთის Dongfang Electric International Corporation-ის ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კორპორაციის ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის -Geo Invest Inc–ის წარმომადგენლებიც.

ჩინელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნეს გარემოს სწავლობენ და რადგან მათი ინტერესის ძირითადი სფერო ენერგო სექტორი და ამ სექტორში მიმდინარე პროექტებია, საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა სწორედ ამ სექტორში მიმდინარე ფონდის ორი უმსხვილეს პროექტი-280 მგვტ-ანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის და 230 მგვტ-ანი გარდაბანის შერეული ციკლის თბოსადგურის პროექტები. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფონდის პროექტებში ჩართვის პროცედურები გააცნო.

Dongfang Electric International Corporation-ი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა და წარმოადგენს მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას ქვეყანაში. იგი დაფუძნდა 1958 წელს და მისი ჯამური აქტივები შეადგენს 17 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბრუნვაა 7.3 მილიარდი აშშ დოლარი. კორპორაციას მწოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, რომელთა საშუალებითაც ახორციელებს მსხვილ პროექტებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42