კომპანია "ფრესკომ" წელს უკვე მესამედ ჩაატარა ფეხბურთის ტურნირი სახელწოდებით „ფრესკოს მეგობრობის თასი“ რომელიც 6 მაისს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდა.
ტურნირი 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა საქართველოში არსებულმა 16-მა წამყვანმა სადისტრიბუციო კომპანიამ მიიღო.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ კომპანიები "მასტერ თრეიდი” და "ვესტ ინვესტი". დამსახურებული გამარჯვება კი მოიპოვა კომპანია - "ვესტ ინვესტმა".
ტურნირის მიზანია პროპაგანდა გაუწიოს ცხოვრების ჯანსაღწესს და გააღრმავოს ურთიერთობები „ფრესკოს“ მომწოდებელ სადისტრიბუციო კომპანიებს შორის.
ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა და ყველა წარმოდგენილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფრესკოს მეგობრობის თასი და ფულადი პრემია.
ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ჩემპიონატის პარტნიორების მიერ დაწესებული სხვადასხვაპრიზები. „ფრესკოს მეგობრობის თასის პარტნიორი კომპანიები არიან: „თეგეტა მოტორსი“, „ვულე ვუ“, „ახალ ნათება“, „რედისონ ბლუ ბათუმი“, სასტუმროების ქსელი „რჩეული“, „flowers.ge“, „ბერმუხა“, „ძველი ქალაქი“, „პაბი მიუნჰენი“, „იოგა ანანდა თბილისი“, „ ლაზეტ სილვერი“, „Happiness Jewelry”, “წისქვილი”.
სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" მადლობას უხდის ყველა მონაწილე და პარტნიორ კომპანიას.
“ფრესკოს მეგობრობის თასი“ ტრადიციულად მომავალ წელსაც გაიმართება.
სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო მომხმარებლებს ყველაზე დაბალ ფასებს, პროდუქციის ფართო არჩევანს, მუდმივად ახალ და ჯანსაღ პროდუქციას, სასიამოვნო გარემოს და 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს
2015 წლის ბოლომდე ქსელს კიდევ 2 ახალი სუპერმარკეტი შეემატება ისანსა და გლდაბში რომლებიც ახლა მშენებლობის პროცესშია.
მასალის გამოყენების პირობები






