EAZA-ს თავმჯდომარე ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერ ოფიციალურ წერილს ავრცელებს
საზოგადოება - 18:27, 23 Jun, 2015     1388

ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარე საიმონ ტონგი თბილისის ზოოპარკისა და ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერ ოფიციალურ წერილს ავრცელებს.


"2010 წლის ოქტომბრიდან თბილისის ზოოპარკი "ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) წევრობის კანდიდატია. ასოციაციის წევრობის პროგრამის კანდიდატად წარდგენა EAZA-ს ინიციატივით ხდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ზოოპარკებთან თანამშრომლობას ცხოველთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, საქმიანი პრაქტიკის, განათლების, კონსერვაციისა და კვლევების სტანდარტების გასაუმჯობესებლად. იმ სტანდარტების მისაღწევად, რომელთაც ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი უნდა აკმაყოფილებდეს, ორგანიზაციის წევრობის კანდიდატები თანამშრომლობენ EAZA-ს მენტორთან, რომელიც, როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ერთ- ერთი ზოოპარკის გამოცდილი დირექტორია.

წევრობის კანდიდატობის პერიოდში თბილისის ზოოპარკმა, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით, განვითარების პროცესში დაამტკიცა კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება. EAZA-ს მენტორის მიერ აღინიშნა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარება, ცხოველთა კეთილდღეობისა და ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. უდაოდ, დირექტორმა გურიელიძემ და მისმა თანამშრომლებმა აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე სტიქიასთან გამკლავებისას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას და დაუღალავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ აღმოეჩინათ და უსაფრთხოდ დაებრუნებინათ ცხოველები ზოოპარკში. EAZA-ს მენტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოოლოგიური ინსტიტუტისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამგვარი დამანგრეველი ძალის მქონე სტიქიის წინასწარ განჭვრეტა და ზუსტი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

EAZA-ს მტკიცედ სწამს, რომ საუკეთესო ზოოპარკებსა და აკვარიუმებს თავისი წვლილი შეაქვთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა გააზრებულად იმოქმედონ გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების დასაცავად. თბილისის ზოოპარკის წარმატებული საქმიანობის საუკეთესო დასტურია ის ასობით მოხალისე, რომელიც ამ მძიმე დღეებში ზოოპარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში იღებდა მონაწილეობას. EAZA დარწმუნებულია, რომ თბილისისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება ზოოპარკის აღდგენა. თბილისის ზოოპარკს ზურაბ გურიელიძის, როგორც ჩვენი ასოციაციის პარტნიორის, ხელმძღვანელობით, აქვს იმ სტანდარტების მიღწევის პოტენციალი, რომელთაც ჩვენი ორგანიზაციის წევრი უნდა აკმაყოფილებდეს. გვჯერა, რომ თბილისის ზოოპარკი კვლავაც შეძლებს დამთვალიერებლისთვის და მომავალი თაობებისთვის სიხარულის მინიჭებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას." - ნათქვამია ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის თავმჯდომარის წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42