მერიაში მტაცებლების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 09:47, 23 Jun, 2015     1455


თბილისის მერიაში მტაცებელი ცხოველების ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების წარმომადგებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სფეროს სპეციალისტები დაესწრნენ. მონაწილეებმა სამძებრო სამუშოებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი შეაჯამეს და ის სარეკომენდაციო ინფორმაცია მოამზადეს, რომელიც მოსახლეობას ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის ძებნის ოპერაციასთან დაკავშირებით მიეწოდება.

კერძოდ, რეკომენდაციები შეიცავს ცხოველთა ქცევის წესებთან და მათ მახასიათებლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მოსახლეობას ასევე ეცნობება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რა ტიპის ტერიტორიები მიეკუთვნება რისკის ზონას.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, სპეციალისტების ეფექტური მუშაობისთვის ცრუ გამოძახებების მინიმუმამდე დაყვანაა აუცილებელი.

„ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ, თითქოს, შემოესმათ ვეფხვის ღრიალი, გეტვით, რომ ვეფხვი არ ღრიალებს. ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება შემუშავებული, რათა ცრუ განგაშები მინიმუმზე დავიდეს. ჩვენს სპეციალისტებსა და სამსახურებს უნდა დარჩეთ უფრო მეტი დრო, საშუალება და რესურსი, რომ ნამდვილ შეტყობინებაზე მოახდინონ დროული რეაგირება“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

შეხვედრაზე სამძებრო სამუშოებში ჩართულმა მხარეებმა უფრო ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, უკვე გავრცელებულია ფოტო-მასალა, თუ როგორ გამოიყურება მტაცებლების ანაბეჭდები.

„იძებნება ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი. ზოლებიანი აფთარი ნაკლებად სახიფათო ცხოველია, რაც შეეხება ვეფხვს, არავინ ეცადოს ვეფხვთან მიახლოებას და რაიმე კონტაქტის დამყარებას. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და დიდი თხოვნა მაქვს, შეწყდეს ცრუ ინფორმაციის გავრცლება. სოციალურ ქსელში ჩვენ უკვე გავავრცელეთ ფოტო-მასალა, თუ როგორ გამოიყურება ანაბეჭდების კვალი“ - , განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

მტაცებელი ცხოველების ქცევის წესებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით საზოგადოებისთის რეკომენდაციები საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42