ექსკლუზივი: " ასე უწყობენ ხელს ახალგაზრდა, ხელოვანებს"- სამზარეულოდ ქცეული "ლურჯი ილაქანის" სარეპეტიციო ოთახი
საზოგადოება - 17:40, 22 Jun, 2015     1285
"აი ასე უწყობენ ხელს ახალგაზრდა, ხელოვან ადამიანებს ოზურგეთში"-გვეუბნება ჯგუფ "ლურჯი იალქანის" სოლისტი და ხელმძღვანელი, გოგა გორდელაძე და იმ ფოტოს გვაჩვენებს, სადაც კულტურის ცენტრში ადრე მათი სარეაპეტიციო ოთახი იყო, ახლა კი სამზარეულოს დაუდეს ბინა: ,,პირველ ფოტოზე ჩვენი სარეპეტიციო ოთახია, სადაც ფაქტიურად მთელ დღეებს ვატარებდით. მეორე ფოტოზე იგივე ოთახია დღეს"...-გვიხსნის გორდელაძე.

ჯგუფი "ლურჯი იალქანი" რამდენიმე წელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა...ერთი თვის წინ კი, ჯგუფის წევრებს გამოუცხადეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ გაუგრძელებდნენ, შესაბამისად მოუხდათ კულტურის ცენტრის შენობის დატოვება.

"არც პროტესტი გამოგვიხატავს და არც არაფერი გვითქვამს საჯაროდ, უბრალოდ ავდექით და წამოვედით. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. არც არაფერს ვიტყოდი, დღეს რომ ეს სიტუაცია არ მენახა..ჩვენი წამოსვლის შემდეგ დღეს მომიწია პირველად მისვლა კულტურის ცენტრში და როცა ჩვენს სარეპეტიციო ოთახში შევედი საოცრად მეტკინა და დამწყდა გული... " ბუფეტი" აქვთ გახსნილი... სასადილოთ არის გადაკეთებული ჩვენი სარეპეტიციო... აი ასე უწყობენ ხელს ახალგაზრდა , ხელოვან ადამიანებს ოზურგეთში"

"ასე ძალიან იმიტომ იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე, რომ ეს ადგილი ჩვენთვის სახლივით იყო, ძალიან დიდ დროს ვატარებდით აქ...ბევრი ლამაზი და ძალიან კარგი მოგონება გვაკავშირებს ამ ერთ პატარა ოთახთან... ჩემი ხელით გავაკეთე კედლები, ჩემი ხელით გავაკარი ეს ფერადი ფურცლები, აქ თითქმის ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ამიტომაც იყო ასე მტკივნეული ამის ნახვა" - გვიყვება ჯგუფის სოლისტი.

ცნობისთვის, ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის გადაწყვეტიებით, დაახლოებით 2 თვის წინ კულტურის ცენტრის ბაზაზე არსებულ 8 ანსამბლს დაფინანსება შეუჩერდა, ბიუჯეტიდან თანხის დაზოგვის მიზნით.

მათ შორის იყო ჯგუფი ,,ლურჯი იალქანი", რომელიც 2012 წლის სახალხო პროექტ ნიჭიერის ფინალისტი და მეორე ადგილის მფლობელია.

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, ისინი ამჟერად ბათუმში უკრავენ, ოზურგეთში მაშინ ჩამოდიან, როცა თავისუფალი დრო აქვთ და ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ბახტაძის სახლში, სოფელ მელექედურში რეპეტიციობენ.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42