"ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება"
საზოგადოება - 14:26, 22 Jun, 2015     49899

თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ "მთელ კვირასთან" ინტერვიუში ვერეს ხეობაში ახალი გზის რეაბილიტაციასა და ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემის შესახებ ისაუბრა. გზის აღდგენა აუცილებელია, თუმცა მისი რეკონსტრუქცია და სახეცვლილება უნდა მოხდეს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შალვა ოგბაიძე ინტერვიუში ყვითელი მიკროავტობუსების პრობლემასა და მძღოლების მიმართ მფლობელების მიერ განხორციელებულ კანონდარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მძღოლებს ყოველ ორ თვეში ერთხელ გადასახადს უზრდიან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან არ ჩართონ კონდიციონერი და მოქალაქეები ფეხზე დააყენონ. რადგანაც სხვანაირად იმ ხარჯების გადახდას ვერ მოახერხებენ, რასაც მათ ყვითელი მიკროავტობუსების მფლობელები უწესებენ.

„მძღოლები ძველი ხელისუფლების დროს დადებული კორუფციული ხელშეკრულების მსხვერპლნი არიან. ისინი იძულებულები არიან, მოქალაქეებს ვერ შეუქმნან ის კომფორტი, რაც მგზავრობისას აუცილებელია. მძღოლისა და მგზავრის ხარჯზე ცალკეული კომპანიები მდიდრდებიან. აგრეთვე აქვე მინდა ვთქვა, რომ ყვითელი მიკროავტობუსები გადაიქცნენ მოსიარულე ბომბებად, რადგანაც ელიავას ბაზრობაზე დაშლილი ავტომობილებიდან ხდება დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსების ძრავის ამოღება, დამონტაჟება და გაზზე გადაყვანა, ხოლო გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში არსებული კომპანიის მიერ ნებართვის გაცემა, რომ გაზზე გადაყვანა კანონთან შესაბამისობაში მოხდა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან ეს ცნობა მივიღე. სამწუხაროდ არის საშიშროება, რომ ამის გამო კიდევ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ. მე მივმართავ მერიას, რომ ამ საკითხზე ყურადღება სასწრაფოდ გაამახვილონ. ყვითელ მიკროავტობუსებში უბედურება დატრიალდება“, - ამბობს ობგაიძე.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42