საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს რეგიონში საუკეთსო მაჩვენებელი აქვს
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:47, 22 Jun, 2015     1431
საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს შორის საუკეთსო მაჩვენებელი აქვს

აუდიტორულმა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-მ გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა - International Business Compass 2015.

საერთაშორისო ბიზნესკომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.

კონკრეტული ქვეყნით დაინტერესება დაკავშირებულია მისი განვითარების დონესთან. კვლევისას ვხემძღვანელობთ ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორებით. ერთის მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნისადმი ინტერესი განისაზღვრება პოტენციური ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ნათლად მეტყველებს ეკონომიკურ პოტენციალზე. მეორეს მხრივ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლებელია ფართო ჭრილში შევისწავლოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ეს კი გამოწვეულია პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტების დიდი გავლენით ქვეყანაში ინვესტიციების გახორციელების თვალსაზრისით.

ზემოთ აღნიშნული სამი მიმართულება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება და სტატისტიკურად რთულია მათზე განკერძოებით საუბარი. როგორც წესი, ინდექსთან აგრეგაცია არ არის აუცილებელი, რადგან რეალურად მიუღწევად ნიშნულთან არის დაკავშირებული. სტატისტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისადმი ინტერესის კოეფიციენტი განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია რომ საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და 43-ე ადგილზე გადავინაცვლეთ რეიტინგში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რეიტინგში წინსვლა გვაქვს 2013 წელთან შედარებითაც, ამ წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 54-ე ადგილზეიყო.

ჩვენი მეზობელი სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით დაიხია უკან, მაშინ როცა რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ - აზერბაიჯანი 13 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზეა, უკრაინა 20 პუნქტით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთმა 4 პოზიციით წაიწია წინ და მე-100 ადგილზეა წარმოდგენილი. 10 პოზიციით დაწინაურდა თურქეთი 2014 წელთან შედარებით და ახლა 57 ადგილზე იმყოფება.

აქვე გთავაზობთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს დეტალურ ანალიზს.


კვლევის დეტალების გასაცნობად გთხოვთ ეწვიეთ International Business Compass-ს და BDO-ს საიტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42