ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, რისკებსგან დაცვის მიზნით მოხდა ადგილზე სამუშაოების დროებით შეჩერება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დამდგარი წყლის გუბეები ინფექციის წარმოშობის სფრთხეს ქმნის, რისი თავიდან აცილების მიზნით სათანადო სამუშაოები დაიწყო.
,,იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში იყო მაღალი ტემპერატურა და ამ არეალში არის დიდი რაოდენობით დამდგარი წყალი. გუბეები არის რისკი, რომ განვითარდეს რაიმე სახის ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია. ოღონდ ეს დაკავშირებული არ არის ცხოველების ლეშის მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან. დღეს დამუშავდება მთლიანად რისკის ზონები. დამუშავების დროს აქ არ უნდა იყვნენ მომუშავე ადამიანები, ხოლო შემდგომ დღეებში არ უნდა იყვნენ ამისთვის მოუმზადებელი ადამიანები. ამან რამდენიმე ხნით სამუშაოები შეაფერხა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუშაოები მძიმე ტექნიკით გაგრძელდება", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






