"ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია"-სტიქიის დროს დაღუპული მაშველი დღეს დაკრძალეს
საზოგადოება - 15:24, 20 Jun, 2015     2910
სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი დღეს სოფელ აღაიანში დაკრძალეს. 36 წლის ზურა მუზაშვილი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გაასვენეს.

მისთვის პატივის მისაგებად აღაიანში პრემიერი და ხელისუფლების სხვა წევრები ჩავიდნენ. გარდაცვალებამდე მაშველმა 8 ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის იყო მისი მეწყვილეც. ზურა მუზაშვილის მამას შვილის სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდო გადაეცა.

„მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში", - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ მუზაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისთვის“ მაშველის მამას გადასცა.

მიმდინარე წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში წარმოქმნილი წყალდიდობის დროს, ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შვიდი მოქალაქე და თავისი მეწყვილე გადაარჩინა. მაშველმა სტიქიის დროს სამი ადამიანი და მათთან ერთად თავისი მეწყვილე გადაარჩინა, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ კი, დისლოკაციის ადგილისკენ დაბრუნებისას წყალში შეამჩნია სამარშრუტო ტაქსი, ოთხი მგზავრით. მან ოთხივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანა, თუმცა თვითონ ვეღარ მოახერხა თავის გადარჩენა და გარდაიცვალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42