როგორ გადაარჩინა სტიქიას 23 ბიჭმა ფეხმძიმე გოგო: ,,პატრული წყალს მიჰქონდა შველას ითხოვდა...“
საზოგადოება - 14:32, 20 Jun, 2015     11033
13 ივნისის ღამეს, ის თავის მეგობრებთან ერთად მიდიოდა... ჯერ კიდევ ახალ გზაზე იყო, როცა დამანგრეველი სტიქია წამოეწია... მწყობრიდან გამოსული ავტომობილით ვაკისკენ მიმავალ აღმართზე (პოლიციასთან) შეეცადა ასვლას, მხოლოდ უკან მოხედილზე ნახა, რომ ფეხმძიმე ქალბატონი და მისი მეუღლე მოვარდნილ ტალღას ებრძოდა... სხვა გზა აღარ იყო, გიგი უკან მიბრუნდა და მათი გადარჩენა გადაწყვიტა... განათების ბოძს შემოხვეული მამაკაცის გადარჩენის შესახებ კი მოგვიანებით ტელევიზიით შეიტყო...

23 წლის გიგი კეშელავა ,,ნიუპოსტთან“ 13 ივნისის ღამის დეტალებს ჰყვება. მას უკვე დაუკავშრდა გადარჩენილი ფეხმძიმე მარი მოსიძე და მისი მეღულე... ,,მადლობა მიხადეს... შენ რომ არა, მკვდრები ვიქნებოდითო... “

მეგობარებთან ერთად ვიყავი და ჩვენს მეგობართან მივდიოთ ვაკეში. თამარაშვილი იყო გადაკეტილი და წავედით ახალი გზით, საბურთალოდან რომ ჩადიხარ გვირაბით ახალ გაზაზე რომ ჩვედი გავაჩერე, უკან პატრულიც მომყვებოდა, არ იყო გამოძახებული უბრალოდ მოდიოდა. ნაწვიმარი იყო, გუბესათვის იყო. გზას ხომ ორი მხარე აქვს, ჩვენს მხარეს ჯერ არაფერი არ იყო, იქით მხარეს იყო დაგუბებულივით და იქ იდგა დაახლოებით 15 მანქანა. პატრულმა გააჩერა და დაიწყო მანქანებიდან ხალხის გადმოყვანა, ჯერ არ იცოდნენ, რომ იმხელა ნიაღვარი იყო მოსალოდნელი. ჩვენც გავაჩერეთ, რომ დავხმარებოდით. ცოტა ხნის შემდეგ, გზებს შორის გამყოფ ბეტონის მოჯირებზე უკვე დაიწყო ჩვენს მხარს გადმოსვლა წყალმა, ეს რომ ვნახე ეგრევე ჩავჯექით მანქანაში. პრობლემა მაქვს მანქანის, ე.წ. სტრატერის, ძნელად იქოქება ხოლმე, არ დაიქოქა თავიდან, როგორც იქნა წვალების შემდეგ დავქოქეთ. გადავწყვიტე, რომ ვაკის ასასვლელით ავსულიყავი, სადაც პოლიციის შენობაა, იქ აღმართზე ასვლას ვცდილობდი იდეაში, რომ გადავრჩენილიყავით, როცა დავიწყე ასვლა, დავინახე რომ მოშორებით ეს ფეხმძიმე ქალბატონი და მისი მეუღლე იდგნენ. ეგრევე ჩავედი ქვევით ისევ, ჩავისვი ძალიან სწრაფად, ეს ხდება წამებში. დავტრიალდი და ისევ ამ აღმართისკენ დავიძარი, ნიაღვარმა უკან წამიღო და მანქანის უკანა ნაწილი თითქმის ჩაითრია, მანქანის ქვეშ ხეები გამომედო და რასაც ქვია ფორთხვით ავაღწიე აღმართზე, უკან რომ გამოვიხედე, პატრულის მანქანიდან ერთმა მოასწრო გადმოსვლა და მეორე პატრულმა თავი ამოყო მანქანიდან და ითხოვდა შველას. ამის შემდეგ მაქანა ავიყვანეთ პოლიციის წინ, მანქანაში დავტოვეთ ეს ცოლ-ქმარი და მე და ჩემი მეგობრები გადმოვედით ისევ, რომ იქნებ ჩავიდეთ და ვინმეს დავეხმაროთთქო და რომ ჩავედით, იქ ისეთი ამბავი დაგვხვდა, რომ ეგეთი რამე, რაც იქ ხდებოდა, წარმოდგენაშიც არ მქონდა, არ მინახავს არსად, თან თბილისში ხდებოდა ეს ყველაფერი... პანიკა იყო ისეთი, რა გვექნა არ ვიცოდი... ამ განათების ბოძებს ჩვენს თვალწინ წყვიტავდა, დაახლოებით 30-ზე მეტი მანქანა წაიღო, ხეები მოჰქონდა თავის ფესვებიანად. გამიხარდა რომ ის ერთი მამაკაცი გადარჩა, რომელიც განათების ბოძზე იყო შემოხვეული, 60 წლამდე მამაკაცი იყო, შემდეგ ინგა გრიგოლიას შოუში ვნახე.

როგორ გადარჩა ის კაცი, თუ შეგიძლია ამის გახსენება?

განათების ბოძები ხომ მოგლიჯა, ერთი ბოძი იყო, რომელსაც წინ დიდი ხე ჰქონდა ჩახერგილი და ის ხე იღებდა წყლის დარტყმას და ბოძი ინარჩუნებდა სიმყარეს, სწორედ ამ ბოძზე იყო ის კაცი შემოხვეული, ალბათ 3 საათის განმავლობაში. შემდეგ მოვიდა პატრული, სახანძროები, სამაშველო... ისეთი დინება იყო, რომ თვით სახანძროს მანქანებიც ვერ შევიდნენ, წაიღებდა. ხან კიბე მოიტანეს და სხვა საშუალებები, მაგრამ ვერ შევიდნენ. გამიხარდა რომ ის კაცი გადარჩენილა. ჩვენ ასე დილის 6 საათისკენ წამოვედით.

მარი მოსიძემ რომ დაგირეკათ როგორი ემოცია ჰქონდა?

ჯერ ფეისბუქზე დამამატა, მომწერა, ნომერი გამომართვა, მერე მეუღლემ დამირეკა, გიორგიმ და მადლობები მიხადეს, შენ რომ არ ყოფილიყავი მკვდრები ვიქნებოდითო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42