„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება
საზოგადოება - 13:45, 20 Jun, 2015     1402
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, 13 ივნისიდან დღემდე, გაძლიერებულ, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენის ქსელების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ამ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, წყნეთის ქუჩაზე დაზიანებულ 900 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორზე. დაზიანებული ქსელის ნაცვლად მოეწყო 140 მეტრი სიგრძის დროებითი საკანალიზაციო ქსელი. ამჟამად, კედლებიდან გამომავალი წყლის ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ადგილზე მოწყობილ დამბას. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელი საბოლოო სახით აღდგება.

დღეის მდგომარეობით, ასევე, აღდგენილია, სტიქიის მიერ დაზიანებული 5 მაგისტრალური მილდენი, ასევე ლიკვიდირებულია 200-ზე მეტი საშუალო და მცირე დაზიანება. აღდგენლია მდ. ვერეს ხეობაში გამავალი 500 მმ-იანი წყალდენი, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 900 მმ-იანი წყალდენი და მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული 500 მმ-იანი საკანალიზაციო ქსელი.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და ლაბორატორიის სპეციალისტები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას, თბილისის სხვადასხვა უბანში, დღესაც განაგრძობენ. თითოეული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის შემდეგ, ხდება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება წყალი მოსახლეობას. წყლის ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩაერთვება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.

რომ არა სისტემის მუდმივი რეაბილიტაცია დედაქალაქში - რასაც კომპანია, ყოველწლიურად, საკუთარი და მოზიდული რესურსით ახორციელებს, ასეთი ძლიერი სტიქიური მოვლენების შემდეგ, რთული იქნებოდა სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42