ცხოველის ნაკვალევის წარმომავლობის დადგენას სპეციალისტები ცდილობენ- ღიბრაძე
საზოგადოება - 13:39, 20 Jun, 2015     1843
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სტიქიის შედეგები შეაჯამა. ღიბრაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ წუთებში გორის რაიონის სოფელ რეხში, ცხოველის ნაკვალევის შესწავლის მიზნით შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ტარდება საჭირო ღონისძიებები.

"19 ივნისის საღამოს 20:00 საათიდან ამ დრომდე 112-ში შევიდა 40-ზე მეტი შეტყობინება სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება. არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

გორის რაიონის სოფელ რეხში დაფიქსირებული ნაკვალევის წარმომავლობის დადგენის მიზნით ადგილზე გასული არიან სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ტარდება სათანადო ღონისძიებები.

სტიქიით დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების გამოყენებით გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 7:00 სთ-დან სამუშაოები სრული მასაშტაბით გაგრძელდა. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სასმელი წყლით და შესაბამისი აღჭურვილობით. კედევ ერთხელ მოვუწოდებთ მოხალისეებს დაიცვან უსაფთხოების დადგენილი ზომები, ჰიგიენის წესები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორციედება წყლის ამოტუმბვა და ვოლიერების გაწმენდა.

სვანაძის ქუჩაზე აგრეთვე გრძელდება შესაბამისი სამუშაოები.

ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები.

ბაგებში მიმდინარეობს კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები.

წყლის ამოტუმბვის დასრულებისთანავე დაიწყება ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

საპროექტო სამსახურის მიერ მომზადებული ბეტონის დამცავი კედლის პროექტის მიხედვით, წყნეთის ქუჩაზე, დღეს იგეგმება 10-მდე ხიმინჯის აღმართვა მდ.ვერეს კალაპოტში მოწყობილ სპეციალურ დამბაზე",-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ.


ფოტო არ ასახავს ტექსტში მოყვანილ ფაქტს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42