დღეს დილის 11:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან მოხდა შეგროვებული პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ნივთების თბილისში გამგზავრება.
აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მ/შ დავით მიქელაძე 50 სტუდენტ-მოხალისესთან ერთად გაემგზავრა თბილისში დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაცემად. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილე ყველა სტუდენტს აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში გააცილა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით მიღებეული ხელფასის 1%-ს ჩარიცხავენ სოლიდარობის ფონდშიც(რომელიც შეადგენს დაახლოებით 7000 -მდე ლარს). ასევე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შემდგომში მოხდება დამატებით 5000 ლარის ჩარიცხვა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თავიანთი ხელფასის 5%-ს ჩარიცხავენ სოლიდარობის ფონდში (რომელიც შეადგენს დაახლოებით 10 000 ლარს).
ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივას გამოეხმაურა კერძო კომპანიები: „ბათუმი ივენთ გრუპი“, „ალექსანდრია“, „იალჩინი“, რომლებიც უზრუნველყოფენ 50-ოჯახისთვის განკუთვნილ საკვებს (ზეთი, ბურღულეული, შაქარი, მარილი, ფქვილი, კონსერვები, ერთჯერადი მოხმარების ნივთები და სხვა).
მასალის გამოყენების პირობები






