თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ვერეს ხეობის განვითარების მოკლევადიან გეგმასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე იმსჯელეს.
უწყებათაშორისის კომისსის სხდომას თბილსიის მერი დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც დედაქალაქის მერმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღევანდელ სხდომას საფუძველი ჩაეყარა გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რა ალტერნატივები არსებობს ვერეს ხეობის აღდგენისა და ახალი გზის გატარებისთვის.
"ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება მოკლევადიანი გეგმა. თუ სექტემბრამდე ამ გზის აღდგენას აზრი არ აქვს, როგორ იქნება შესაძლებელი ალტერნატიული ტრანსპორტის მოძრაობა. მთავარი საკითხი რაზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არის ის, რომ მოვძებნოთ ალტერნატიული გადაადგილების სქემები ტრანსპორტისთვის თუ დავიწყოთ დაზიანებული გზის აღდგენა, ეს უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი გეგმა. უფრო გრძელვადიანი გეგმა იქმნება მყარი რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწყობა , რაც საშუალებას მოგვცემს სტიქიის შემთხვევაში თავიდან ავირიდოთ უარყოფითი შედეგები,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






