სურსათის სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველში კოღოების წინააღმდეგ წამლობა დაიწყო
საზოგადოება - 11:34, 20 Jun, 2015     1253
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში კოღოების წინააღმდეგ ქიმიური წამლობას ახორციელებს. ღონისძიება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან დაიწყო. სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს ძალებით 2000 ჰა ფართობი შეიწამლება. ამ დროისთვის 360 ჰა ფართობია დამუშავებული.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების, მათ შორის, კოღოების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებების ჩატარება. მონიტორინგის ჯგუფმა მწერების ძლიერი გავრცელების კერები - ალაზნისპირა სოფლები და დაჭაობებული ტერიტორია შეარჩია. ქიმიური ღონისძიება თერმული ნისლის ტექნოლოგიით, პრეპარატ დეცისის გამოყენებით ჩატარდება. აღნიშნული მეთოდი კოღოების გასანადგურებლად ფართოდ იხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ხოლო საქრთველოში იგი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით წამლობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსთვის. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, წამლობის პროცესში 15 -20 წუთის განმავლობაში მოერიდონ კვამლში მოხვედრას. ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სპეციალისტების განმარტებით, ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მავნებელი უფრთხის მაღალ ტემპერატურას და აქტიურდება საღამოს საათებში, ამიტომაც წამლობა მზის ჩასვლის შემდეგ, საღამოს საათებში ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42