19 წლის ლანჩხუთელი ბიჭის ისტორია, რომელიც სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა
საზოგადოება - 21:39, 19 Jun, 2015     30459
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო შუხუთში მცხოვრები, შოთა თევდორაძე, ქალაქ თბილისში ხუთი წელია, საკუთარ დასთან ერთად, ცხოვრობს.

შოთა ლიფტების კომპანია „პალადაში“ მუშაობს, სტიქიის ღამეს, ის რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა, ტაქსით, მაგრამ, გმირთა მოედანზე, ესტაკადაზე ასულმა, ტაქსის მძღოლთან ერთად აღმოაჩინა, რომ უზარმაზარი წყლის ნაკადის ალყაში იყო და ვერც წინ წავიდოდა და ვერც უკან დაბრუნდებოდა.

შოთა ახლა მშობლიურ შუხუთში, მშობლებთან და ბებიასთან ერთად იმყოფება და ისვენებს, გურიის მოამბეც მას შუხუთში ეწვია.

19 წლის ლანჩხუთელი ბიჭის ისტორია, რომელიც უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს:

„ისანში ვიყავი, რესტორანში, საქეიფოდ. შემდეგ დავიქირავე ტაქსი და მივდიოდი დიდუბეში, ჩემს სახლში. დაახლოებით პირველის ნახევარზე, როცა მივადექით გმირთა მოედანს, დავინახე ტაქსის მძღოლმა მანქანა გააჩერა, დამფრთხალი სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, გაიხედა და თქვა, რომ უკან უნდა დავბრუნდეთო. მე გამიკვირდა და მითხრა გამოდი შეხედე რა ამბავიაო, გავიხედე და უზარმაზარი ტალღა მოდის, მოაქვს მანქანები, მიკროავტობუსები, მაცივრები, ათასი რამ. გაგვიმართლა იმით, თუ ეს გამართლებაა, რომ ზემოთ, ფაქტიურად ხიდზე, ესტაკადაზე ვიყავით ასულები და ტალღა არ მოგვიწია. მაგრამ ამასობაში უკან დასაბრუნებელი გზაც აღარ იყო. დავინახეთ „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური და გადავჭერით გზა და შევაფარეთ მას თავი. ტაქსისტმა მანქანა წინ გააჩერა და შევედით გალფის მაღაზიაში. ცოტა ხანი იქ ვიყავით, ამ დროს გასკდა ბენზინგასამართი სადგურის დანადგარები, წამოვიდა და დაიღვარა დიდი ოდენობით ბენზინი. მოკლედ იქ გაჩერებაც შეუძლებელი იყო და ავირბინეთ ტყისკენ. ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში ბევრი ხალხი იყო და ნაწილი დარჩა შიგნით. მაგალითად ტაქსის მძღოლი, მაღაზიის გამყიდველი. სასწრაფოდ დავურეკე ჩემს დას, მოვუყევი შეძლებისდაგვარად რა სიტუაციაც იყო, მან რა თქმა უნდა არაფერი არ იცოდა, ტელევიზიაშიც არ იყო გასული ინფორმაცია. რამენაირად უნდა წამოხვიდე სახლში, ეცადე როგორმე მოხვიდეო-დამ მითხრა. ვაპირებდი „ლაგუნა ვერეს“ მხარეს გადასვლას, სადაც წყლის ნაკადი კი მოდიოდა, მაგრამ მთავარი ნაკადი მაქ არ იყო. ვცადე გადასვლა, თურმე ყველაზე დიდი ნაკადი იქ ყოფილა, არ ვიცოდი. ტელეფონზე ველაპარაკებოდი ჩემს დას, თან გადავდიოდი და ამ დროს ჩამითრია წყალმა. სადღაც ჩამაგდო, ვერ გეტვით, აღარ მახსოვს ცურვით თუ ბედად რაღაცას მოვეჭიდე, მგონი ხის ძირი იყო და ამოვფორთხდი ოდნავ ზემოთ. ამ დროს უკვე მარტო ვიყავი, გადავედი ტყისკენ და გავაგრძელე სიარული მარჯანიშვილის ხიდისაკენ. მაგრამ მარჯანიშვილის ხიდისკენ ვერანაირად ვერ გავიდოდი წყალში რომ არ ჩავსულიყავი. ნუ ნასვამი ვიყავი და იმით გავბედე, ვერანაირად ვერ გავბედავდი, ჩავედი წყალში, წელამდე წყალი იყო მაგრამ დინება აღარ იყო. როგორც იქნა მივაღწიე მარჯანიშვილის ხიდამდე და იქ ტაქსები იყო, რომლითაც წავედი დიდუბეში. სახლში რომ მივედი დილის ხუთი საათი იყო. სამ საათზე მეტი მომიწია წყალდიდობაში ყოფნა. როცა ჩემს დას ტელეფონით, ასე პირველი საათისათვის ველაპარაკებოდი და წყალმა ჩამითრია, დავკარგე ტელეფონი. ჩემი და შეშინდა და დარეკა 112-ში, აქედან მოვხვდი უგზო უკვლოდ დაკარგულთა სიაში. რადგან ნასვამი ვიყავი ვერაფერი ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, სახლში, მეორე დღეს რომ ტელევიზორი ჩავრთე, მერე მივხვდი თუ რა უბედურება დატრიალებულა. დღესაც შოკირებული ვარ. იმ ხალხის არაფერი არ ვიცი რა ბედი ეწიათ, ვინც „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან იყო. არც ტაქსისტის ამბავი ვიცი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42