ბაგების და კუს ტბის ტერიტორიაზე მონადირეებმა მტაცებელი ვერ აღმოაჩინეს- ღიბრაძე
საზოგადოება - 20:28, 19 Jun, 2015     1740
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე გიორგი ღიბრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სტიქიის შედეგები შეაჯამა. ღიბრაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მონადირეებმა, რომლებიც ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს ეძებენ, კუს-ტბის და ბაგების ტერიტორიაზე ვეფხვი ვერ აღმოაჩინეს.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის დაფიქსირების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოხალისე მონადირეთა ჯგუფებთან ერთად შემოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, მტაცებელი არსად დაფიქსირდა. შესაბამისი სამსახურები მონადირეთა ჯგუფებთან ერთად კვლავ აგრძელებენ ცხოველთა ძებნას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში მტკვრის მიერ ზოლებიანი აფთრის გამორიყვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ამ მომენტში ამ ადგილისკენ მიემართებიან ზოოპარკის და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რათა მოხდეს ცხოველის იდენტიფიცირება.

სულ 112-ში გარეულ ცხოველთა ამა თუ იმ ადგილზე დაფიქსირების თაობაზე ამ დროისთვის 72 ზარი შევიდა. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება, თუმცა არცერთი არ დადასტურდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით დღეის მდგომარეობით (19ივნისის 14:30 საათის მონაცემებით) ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა 948 ბენეფიციარს. შპს მ. იაშვილისსახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში მზიურის ტერიტორიიდან შეყვანილია ერთი მოხალისე, თავისზედაპირული ტრავმის დიაგნოზით, ამ ეტაპზე ზუსტდება დიაგნოზი უტარდება კვლევები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ბიოსაფრთხის რისკის შემცირებისმიზნით ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოაწყვეს. ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს.ზოოპარკის ტერიტორიიდან გამომავალი ავტომობილების საბურავები სპეციალური ხსნარით მუშავდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოთ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია (დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი),"-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42