საპატრიარქომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს სამ ოთახიანი ბინა აჩუქა
საზოგადოება - 18:28, 19 Jun, 2015     2337

სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების 9-წევრიან ოჯახს ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამოთახიანი ბინა გადაეცა, - საჩუქარი მრავალშვილიანმა ოჯახმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაზარალებულებს დღეს საპატრიარქოში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა.

კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად, სამოთახიანი ბინა საპატრიარქოს ჯულია ხოფერიას ოჯახმა გადასცა.

„ჩვენი ხალხი არაფერს იშურებს გაჭირვებულთა დასახმარებლად. არის ერთი ოჯახი– ჯულია ხოფერია ოჯახი, რომლის შვილმაც გადმოსცა საქართველოს საპატრიარქოს ბინა, რათა ეს ბინა ვაჩუქოთ მრავალშვილიან ოჯახს. კარგია, რომ ეს ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ საკუთარი ჭერი. ჩვენ მოგიმზადეთ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად და ასევე გადმოგცემთ სახარჯო ფულს 1000 ლარს“,–განუცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეკრებილ ოჯახის წევრებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს სტიქიის შედეგად დაზარალებული ენუქიძეების ოჯახის დახმარებისთვის. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პატრიარქმა პირველად მას აცნობა.

„ეს იყო უდიდესი ტრაგედია ქვეყნისთვის, ყველამ მძიმე დღეები გადავიტანეთ. დღეს დილით დამირეკა ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა და მითხრა, რომ ამ დღეებში მუდმივად ცუდ ინფორმაციას იღებ და მინდა, კარგი ინფორმაციაც მოგაწოდოო. პირველად სწორედ მე მაცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენო უწმინდესობავ ამ სიკეთისთვის. პატრიარქმა გვთხოვა შეგვერჩია ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სტიქიის დროს დაზარალდა და სწორედ ენუქიძეების ოჯახი აღმოჩნდა ასეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას და წინსვლას,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ენუქიძეები, სტიქიის შემდეგ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სასტუმრო „აისბერგში“ ცხოვრობდნენ, სადაც ისინი რამდენიმე დღის წინ პრემიერმა მოინახულა და ოჯახის უფროსის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ოჯახის უფროსი, კარპო ენუქიძე, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიისას დაიღუპა და მას 21 ივნისს, მშობლიურ რაიონში დაკრძალავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42