სტიქიას "თბილისი 2015" - სთვის აშენებული ობიეტები არ დაუზიანებია- ოლიმპიური კომიტეტი
საზოგადოება - 17:18, 19 Jun, 2015     1377
ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა, მთავარი თემა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგები იყო.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, ფესტივალის სამზადისი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს; სტიქიის შედეგად არც ერთი სპორტული ობიექტი და ოლიმპიური სოფლის ტერიტორია არ დაზიანებულა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის დავალებით, თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგების გასაცნობად და ოლიმპიური ფესტივალის ტერიტორიაზე მონიტორინგის ჩასატარებლად არაგეგმიური ვიზიტით კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბა და კომისიის მენეჯერი კატერინა ნიცოვა იმყოფებიან. მათ მოინახულეს ობიექტები და შეხვდნენ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

”ჩვენს ახლაშენებულ ნაგებობებს სტიქიის დროს პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენმა სტუმრებმა მოინახულეს ყველა ობიექტი და შეხვდნენ პრემიერს, რომელმაც სრულ მზადყოფნა გამოთქვა ჩვენს დასახმარებლად,” - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრები ბაქოში პირველ ევროპურ თამაშებს ესწრებიან და თბილისში გუშინ, საგანგებოდ ბაქოდან ჩამოფრინდნენ.

”ბაქოში ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ვიცოდით, რომ თბილისი სრულად წყლის ქვეშ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ქალაქში ჩამოვსულიყავით და ყველაფერი ადგილზე დაგვეთვალიერებინა. მოხარული ვართ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დღეს, როგორც ოლიმპიადის ჩატარებას, ისე ქალაქს საფრთხე აღარ ემუქრება,”- განაცხადა ჯოზეფ ლიბამ.

როგორც ლექსი ახვლედიანმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოინახულონ ოლიმპიადის გასამართად შერჩეული ტერიტორიები და ახლად აშენეული ობიექტები.

საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს ჩამოვიდა. 14 ივლისს მას უკვე თბილისში შემოიტანენ. ცეცხლი სხვადასხვა რაიონის მოვლის შემდეგ კუს ტბის ტერიტორიაზე აინთება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42