დაკარგული ბექა ბუთურიშვილის დედა: მანქანა ამ დილით ვიპოვეთ, ამოტრიალებული…
საზოგადოება - 17:25, 19 Jun, 2015     25497

34 წლის ბექა ბუთურიშვილი ერთ–ერთია იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებიან. ბუთურიშვილი 13 ივნისს დატრიალებული სტიქიის დროს, საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მასთან კავშირი კი 00:30 საათიდან უკვე შეუძლებელი გახდა.

როგორც სოციალურ ქსელში ნუთურიშვილის დედა ნინო ჩიქოვანი წერს, ბექა ბუთურიშვილის ავტომობილი ამობრუნებული იპოვეს.

“ვიცი ყველას გაინტერესებთ ჩემო მეგობრებო. მანქანა ამ დილით ვიპოვეთ, ამოტრიალებული… ვაგრძელებთ ძებნას ღვთის შეწევნით. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის. იხარეთ ყველამ.აქვე მინდა იმ ოჯახებს მივუსამძიმრო, ვისი წევრებიც დაიღუპნენ… მიყვარხართ ყველა”, – წერს ნინო ჩიქოვანი.

ბექა ბუთურიშვილის გაუჩინარების შესახებ კომენტარს აკეთებს მისი ძმა, ლაშა ბათურიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბექა იმ ღამით, მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა.

„მეგობრები ელოდებოდნენ იმ ღამით. ცოტა რომ დააგვიანდა, მეგობრებმა მოსაკითხად დაურეკეს. 42 წუთის შემდეგ ბექას ტელეფონი უკვე აღარ პასუხობდა. იმის მერე ბექა აღარ ჩანს“, – ამბობს ლაშა ბათურიშვილი.

13 ივნისს, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ ვერეს ხეობა მთლიანად დატბორა. ასევე წყლით დაფარა ვაკე– საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზაც. იქ მოძრავი ავტომობილები კი წყალმა წაიღო და ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიამდე ჩაიტანა.

ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, სამი კი დაკარგულად ითვლება, რომელთა შორის ბექა ბუთურიშვილი, სერგი კაპანაძე და ელიზბარ ბაღაშვილი არიან.

წყარო: http://kvira.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42