გაფრთხილება მოსახლეობას -,, თავი შეიკავეთ კუს ტბის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან"
საზოგადოება - 15:18, 19 Jun, 2015     6364
კრიზისების და უსაფრთხოების მართვის საჭომ სტიქიის შედეგებტან დაკაბშირებისთ ბოლო მონაცემები
19 ივნისს ღამის განმავლობაში ქალაქში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება. დღის განმავლობაში კიდევ დაემატა რამდენიმე შეტყობინება. თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიის შესაბამის სამსახურებს დახმარებას უწევენ მონადირეთა ჯგუფები. მათ მიერ შემოწმდა კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. რაც შეეხება, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვეფხვის ფოტოს - ფოტომასალაზე დაყრდნობით სპეციალისტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი რომ ტერიტორიაზე შესაძლოა იყოს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ცხოველი. ამჟამად, ტარდება საძიებო სამუშაოები ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგებულია ფოტო მახეები და ხორციელდება ტერიტორიის სისტემატიური მონიტორინგი. კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ეთნოგრაფიული მუზეუმის, კუს ტბის და მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.

რაც შეეხება სხვა სამუშაოებს და გატარებულ ღონისძიებებს:

მზიურის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარე სამუშაოებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, მონაწილეობენ მოხალისეებიც. მათ კოორდინაციას ახდენენ მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოხალისეებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. რიგდება შესაბამისი აღჭურვილობა. თუმცა ჯერ კიდევ არის პრობლემა მოხალისეთა მხრიდან მოკლე შარვლებითა (შორტებით) და მოკლემკლავიანი მაისურებით მისვლის გამო. ასეთ მოხალისეებს ეძლევათ მითითება სამუშაოები განახორციელონ დაუტბორავ ადგილებში.

მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით. ტერიტორიაზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტები საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

წყნეთის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო არხი შეკეთდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მიერ და ამჟამად კედლებიდან გამომავალი წყლის ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ადგილზე მოწყობილ დამბას. საპროექტო სამსახურის მიერ დასრულებულია ბეტონის დამცავი კედლის პროექტის დამუშავება. უახლოეს საათებში დაიწყება შესაბამისი სამშენებლო მასალის შემოტანა და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება.

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სრულდება წყლის ამოტუმბვა, რის შემდეგაც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

სვანიძის ქუჩაზე დასრულდა ძაღლების თავშესაფრის გაწმენდა დახოცილი ცხოველების ლეშებისგან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოთ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია (დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი).

სტიქიის შედეგად დაზარალებული ერთი პაციენტი გაეწერა სავადმყოფოდან და ამჟამად სხვადასხვა კლინეკებში რჩება მხოლოდ ხუთი პაციენტი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42