„მეც ასე ვფიქრობ და იმედია იგივეს ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი“... - ნიკოლოზ რაჭველი
საზოგადოება - 14:37, 19 Jun, 2015     6049

ნიკოლოზ რაჭველი: „მეც ასე ვფიქრობ და იმედია იგივეს ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც... როგორ მინდა ნათელი მომავალი ქონდეთ ჩვენს მომავალ თაობას!!! რომ მითხრან ამისათვის საჭიროაო - საერთოდ აღარ გამოვიდოდი სცენაზე...
ამ სიტყვებით ნიკოლოზ რაჭველი ფბ. მეგობრის მიერ სტუდენტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

პოსტი, რომელსაც მუსიკოსი გამოეხმაურა
„რას ჰქვია, ახალგაზრდებმა მოხალისეობის სანაცვლოდ ჩათვლების და გამოცდების გადატანა-გაუქმება მოითხოვესო, - განგაშის ზარები შემოჰკრა აქ ზოგმა. ჰაი, ანგარება და ჰოი, ანგარებაო, გაიძახის.
ერთი კარგად მომისმინე, შეშფოთებულო! რა გინდა დავიჯერო? - რომ ახალგაზრდები მიწაში ჩამარხული თანატოლების გვამებს რაღაც საცოდავი ჩათვლების და გამოცდების ასარიდებლად ეძებენ და პოულობენ? რომ მერამდენე დღეა ეზიდებიან შლამს, ხეებს, დალეწილ მანქანებს, მკვდარ ცხოველებს, იკაწრებიან, აცრებზე წასასვლელები ხდებიან და მტაცებელი ცხოველებისგან შესაძლო თავდასხმის გამო სიცოცხლისთვის საშიში ზონიდან ფეხს მაინც არ იცვლიან, ადამიანებს ეხმარებიან, საკუთარ ქალაქს ფეხზე წამოდგომაში შველიან და ამას, გინდა დამაჯერო, რაღაც ვაგლახი ჩათვლებისთვის აკეთებენ?
ანგარებაო!
ფული იპოვეს, გარეცხეს, გააშრეს და პატრონს დაუბრუნეს! ბანკეტებისთვის მოგროვებულ თანხას დაზარალებულებს ურიცხავენ! ერთჯერადად და კამერის წინ საპოზიოროდ კი არ მიდიან იქ, - ფეხს არ იცვლიან, იქ ათენებენ და აღამებენ, არაფერს ითხოვენ, გვარ -სახელებით არავის ეჩხირებიან თვალებში, - ესაა ანგარება?
იცი რა? არც არაფერი დაშავდება, მართლაც რომ მოუხსნან გამოცდები და ჩათვლები! უფრო მშვიდად და მობილიზებულად განაგრძობენ საქმეს! მე რომ ვიყო მათი რექტორატ-პრორექტოპრატ-ლექტორ-პროფესორი, თხოვნა არც დამჭირდებოდა, ჩემით მოვუხსნიდი ამ ყველაფერს. რა? ამ ერთ კვირაში ხომ არ შეიცვლებოდა მაინც მათი ცოდნის დონე? მერე, სექტემბერშიც ხომ შესაძლებელი იქნებოდა ყველაფერი?
ამ ახალგაზრდებმა ბევრად მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარეს! ადამიანობის, მოქალაქეობის გამოცდა ჩააბარეს და ჯერაც აბარებენ , - თანაც უმაღლესი შეფასებით!! ამათ რა ვეღარ უნდა ჩააბარონ ცხოვრებაში? რა საგანი იქნება ისეთი, ამათ რომ ვერ დაძლიონ“?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42