13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტს პირადი ნივთი აუქციონზე გააქვს
საზოგადოება - 13:36, 19 Jun, 2015     5978
სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება, სადაც სხვა ნივთებთან ერთად გასაყიდად საქართველოს პრეზიდენტის პირადი ნივთიც- პერანგის ვერცხლის სამაგრები იქნება გამოტანილი.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუკუნის და წლის სახელების დაჯილდოება და ყოველწლიური მედიაპროექტ „სახე(ლ)ების“ სამტომეულის (წლის ისტორია, ბიზნეს-ისტორია, ქართულ-გერმანული სახელები) წარდგენა, რომელიც 19 ივნისსაა დაგეგმილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში,“ არ გადაიდება - საღამო საქველმოქმედო ხასიათს შეიძენს, სადაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება.

ღონისძიებიდან ამოღებული იქნება სცენარით გათვალისწინებული ყველა სადღესასწაულო ელემენტი, პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული, საღამოს სტუმრებისთვის გათვალისწინებული პრიზები გადაკეთდება სააუქციონე ლოტებად და გაიყიდება აუქციონის წესით. სადღესასწაულო ტორტი, რომლითაც უნდა დასრულებულიყო საღამო, გაეგზავნება სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს.

საღამოზე წაკითხული იქნება პეტიცია ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობის და ზოოპარკის ტერიტორიაზე, მისი სხვა ადგილზე გადატანის შემდეგ, რეკრეაციული ზონის დაარსების მოთხოვნით. მსურველებს შეეძლებათ, ადგილზე მოაწერონ ხელი პეტიციას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42