ომბუდსმენის აპარატმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათასი ლარი გამოყო
საზოგადოება - 13:28, 19 Jun, 2015     1218
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 50 ათასი ლარი გამოყო. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს 2015 წლის 13 ივნისის ღამეს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოსწორებისა და დაზარალებულთა დახმარების საქმეში.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში და 19 ივნისს წერილობით სთხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნება – 50 ათასი ლარის ოდენობით, მიმართოს სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

სახალხო დამცველი მიესალმება სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, გამოხატულ სოლიდარობას და იმედოვნებს, რომ ბიზნესს სექტორი საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით, კიდევ მეტად გააქტიურებს მცდელობებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად," - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42