სეს-ის განცხადება დახოცილი ცხოველების ლეშის, მავნე პროდუქტებისა და სასმელი წყლის შესახებ
საზოგადოება - 12:25, 19 Jun, 2015     1618
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებენ.

ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა ხდება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით. ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში.

სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული. დღეიდან, ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებული ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო “21 საუკუნიდან“ უვარგისი პროდუქციის ამოღება და გატანა.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან აიღეს სასმელი წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.

წყლის ნიმუშის აღება გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42