დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად აუზზე. 8 ერთეული სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რაც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სამძებრო სამუშაოები. დღეს დილით აუზის ტერიტორიიდან 3 ავტომანქანა გამოიტანეს.
სამუშაოები დილიდან განახლდა ზოოპარკის ტერიტორიაზეც, სადაც ბულდოზერების მეშვეობით ხორციელდება ტერიტორიის შლამისგან გაწმენდა. ჯერ-ჯერობით მიუდგომელი რჩება მტაცებელი ცხოველების რამდენიმე ვოლიერი, რომლებიც შლამითა და წყლით არის დაფარული. დღეს განხორციელდება სამუშაოები დატბორილი ვოლიერების გაწმენდის მიზნით.
ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. ამმომენტისთვის მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონისდასხმა.
ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაშალი მასალის დიდი ნაწილი მოსწორებულია. საფლავები გასუფთავებულია შლამისგან. დილიდან დაიწყო მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები.
წყნეთის ქუჩაზე მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ დამბაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოების ბეტონის დამცავიკედლის აღმართვის მიზნით. დაწყებულია პროექტის მომზადება. დღეს დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდ.ვერეს ამ მონაკვეთზე არსებული გვირაბების ჩამონგრეული ნაწილის აღსადგენად.
განხორციელდა მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების დამონტაჟება რამაც, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოების წარმოების საშუალება მოგვცა. ღამის განმავლობაში აღმოჩენილი ძაღლების ლეშები ტერიტორიიდან გატანილია სპეციალისტების მიერ. გაწმენდით-სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 477 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 100 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა.
სვანიძის ქუჩაზე ღამის 4 საათამდე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკამ. შედეგად, შესაძლებელი გახდაძაღლების თავშესაფართან მდინარე ვერეს ძველ კალაპოტში დაბრუნება და თავშესაფართან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციონირების აღდგენა. აღნიშნული ცხოველების დარჩენილი ლეშების გატანის შესაძლებლობას იძლევა. დილიდა ნდაიწყეს მუშაობა მაშველებმაც, რომლებიც აპირებენ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით დარჩენილი 5 დათვის ლეშის ამოღებას. დაახლოებით ღამის 4 საათისთვის დასრულდა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნიდან გაფუჭებული საკვები პროდუქტის სრულად გატანა.
19 ივნისის ღამის განმავლობაში 112-ში შევიდა 47 შეტყობინება ამ თუ იმ ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება. არცერთი მათგანი არ დადასტურდა.
ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში წუხელვე ჩაერთო პროფესიონალი მონადირეებისაგან შექმნილი ჯგუფი. მათ მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ღამის განმავლობაში, შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმის და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რამოდენიმე მოქალაქის განცხადებით იმყოფებოდა დაკარგული ვეფხვი. ჯერჯერობით მტაცებელი ცხოველის კვალი აღმოჩენილი არ არის. საძიებო სამუშაოები ამ მიზნით გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა რათა თავიდან იქნას არიდებული ინფექციის შესაძლო გავრცელების საფრთხე, რომელიც გამოწვეულია ნიადაგთან მუშაობის დროს. მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა: კერძოდ, მაშველებმა და მოხალისეებმა აუცილებლად გაითვალისწინონკოორდინატორების რეკომენდაციები ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას. რაც შეეხება პირად უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანია ტანსაცმელი მაქსიმალურად ფარავდეს სხეულს, რათა მინუმუნამდე დავიდეს კანის დაზიანება-დაბინძურება. უნდა იმუშავონხელთათმანებით და ეკეთოთ პირბადე. თუ კანის დაზიანება მოხდა უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც ჩაუტარებს საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნული ინფორმაცია, რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტეროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე. მოსახლეობასასევე, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თუ რომელ კლინიკებში შეუძლიათ უფასო ვაქცინაციის ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები






