„ერთმა ტაქსისტმა მომაძახა ვინ გაფინანსებს ბიძინაო“? - მძღოლი, რომელიც მოხალისეებს უსასყიდლოდ ემსახურება
საზოგადოება - 20:45, 18 Jun, 2015     9198
„ორი ტალახიანი ბიჭი მიზის ახლა მანქანაში, სვანიძის ქუჩიდან გადამყავს მზიურისკენ და ისეთი ამაყი ვარ ამათი შემხედვარე, რომ ჩემი მუშაობა ამ ხალხის მუშაობასთან შედარებით არაფერია საერთოდ“- ამბობს „ნიუპოსტთან“ 24 წლის გიორგი ლომიძე. ბიჭი, რომელმაც შემოსავლის წყარო ქველმოქმედებად აქცია. ის უკვე რამდენიმე დღეა სვანიძის ქუჩის დასაწყისში დგას და მოხალისეებს უსასყიდლო მომსახურებას სთავაზობს.

„ჯიგარი“, „ჩვენი დროის რაინდი“, „გენაცვალე“ , „გაიხარე“, „ღმერთმა გაბედნიეროს“ - ამ სახის კომენტარს უხვად ნახავთ გოგა ჩანადირის მიერ გამოქვეყნებულ „მოხალისე მძღოლის“ ფოტოზე.

ღიმილიანს, დაღლილობა არ ეტყობა. არადა დაღლილია... მოხალისეების გადაყვანა მთელი დღის განმავლობაში თბილისის მაშტაბით უხდება... „მოხალისე მძღოლობა“ განვითარებულმა მოვლენებმა და ტაქსით მგზავრობის მომატებულმა ფასებმა გადააწყვეტინა.


გიორგი სვანიძე: „ახლა უკვე 112-ის ტაქსების მთლიანი შემადგენლობა ჩვენს გვერდით არის. გამოჩნდა რამდენიმე მოხალისეც, რომლებსაც გავუკარი წარწერები უფასო მგზავრობასთან დაკავშირებით... ზოგადად შემსუბუქდა საქმე, თავიდან მარტო ვიყავი, ახლა მეხმარებიან ესენიც.

-ანუ შენი ჩანაფიქრი განხორციელდა და შენს მიერ დაწყებულ საქმეს ბევრი შეუერთდა

-კი, თავიდან მიზანი რაც იყო გამოვიდა, მინდოდა როგორმე დავხმარებოდი მათ, ასევე სხვებიც ჩართულიყვნენ. რადგან ფიზიკურად არ შემიძლია მუშაობა, გადავწყვიტე ასე მაინც მეცა იმ ხალხისთვის პატივი, ეს ახალგაზრდა ბავშვები ნამდვილად არიან დასაფასებელნი, ქედს ვიხრი მათ წინაშე.
თოთხმეტშივე აქციასავით დავგეგმე, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა არავისგან, მერე ჩავთვალე რომ მარტო უნდა წავსულიყავი, იმიტომ რომ ასე ერთმანეთის ყურებით, არაფერი გამოვიდოდა, მგონი გამოვიდა. თავიდან ძალიან უკვირდათ მგზავრებს, - ხუმრობ თუ სინამდვილეაო.

-რამდენი წელია რაც მძღოლად მუშაობ? ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა შენი?

-კი, ასეა... დაახლოებით ორი წელია მძღოლად ვმუშაობ. პრაქტიკულად თავისუფალი დროც არ მაქვს, მაგრამ თუ გამოვნახე ბილიარდის თამაში მიყვარს ძალიან. ფული რომ მქონდეს არ ვიტაქსავებდი, მარტივი ლოგიკააა. მაგრამ ზოგადად უნდა მიიღო სხვისი გასაჭირი ისე როგორც შენი, მჯერა, ასე თუ გააკეთებს ყველა ალბათ უკეთესობისკენ შეიცვლება ჩვემნი ქვეყანა.

- ბენზინით თუ გეხმარება ვინმე?

-არა საკუთარი ხარჯებით ავუდივარ. ამას წინ ერთმა ტაქსისტმა მომაძახა ვინ გაფინანსებს ბიძინაო? ნეტა მაფინანსებდეს მართლა-მეთქი. მაგრამ 99% ისგან დადებითი ემოცვია მოდის და ეს ძალიან მაგარია. არ მინდოდა ჩემი თავის ასე გაპიარება, რომ ასე გამოვჩენილიყავი, ჩუმად მინდოდა გამეკეთებინა ეს საქმე. მაგრამ არ გამოვიდა, მალევე გავრცელდა ფოტოები, ყველა მწერს, ყველა მცნობს, სიჩუმე არ გამომივიდა სამწუხაროდ...

-რატომ ჩუმად და რატომ სამწუხაროდ? პირიქით საბედნიეროდ, სტიმული ხარ ბევრისთვის...

-აქ ყველა ყველას სტიმულია... ეს მუხტი იმედია ჩვენს ქვეყანას კარგა ხანი გაჰყვება, არ დავიშლებით, არ დავიწყებთ ერთმანეთის გინებას და ამ სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას ძალიან დიდხანს შევინარჩუნებთ.

დეა თავბერიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42