სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროში საგანგებო შტაბი მუშაობს.
სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების საგნებს, ტანსაცმელს, საკვებსა და სასმელ წყალს აგროვებენ. თანამშრომლების მიერ სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება თანხა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვაკის გამგეობაში წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი, პირველადი მოხმარების საგნები, საოჯახო ნივთები და ტანსაცმელი მიიტანა.
სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარე აღგენითი სამუშაოები დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა და მოხალისეებს სასმელი წყალი და საკვები მიუტანეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური რესურსით.
მასალის გამოყენების პირობები






