"ზოგი ჭირი მარგებელია" - ასე შეაფასა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ზოოპარკში დატრიალებული ტრაგედია. ივანიშვილის შეფასებით, ზოოპარკი სანიმუშო დონეზე ვერ იდგა და ცხოველებისთვის იქ არსებული პირობები მისთვის მოსაწონი არ იყო.
"ზოოპარკი იმ პირობებში, რაც იყო, მე არ მომწონდა. 2006-2007 წლებში გავაკეთე პროექტი და გარკვეული თანხები დავხარჯე. მე ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველს ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ასე ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, სანიმუშო დონეზე ვერ იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, იგი მთავრობას ზოოპარკის გადატანაში დაეხმარება, მისივე განცხადებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ზოოპარკს ყიდულობს.
მასალის გამოყენების პირობები






