საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ-ის სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები საქართველოში ჩამოვლენ და ქართველებს გამოცდილებას გაუზიარებენ.
„გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს საშინელი ტრაგედიის გამო. როგორც ვიცით კვლავ მიმდინარეობს დაღუპული ადამიანების ძიება. ასევე გამოვხატავთ გულისტკივილს ზოოპარკის დირექტორისა და თანამშრომლების მიმართ. აშშ შეეცდება დახმარება გაუწიოს აშშ-ის სატყეო სამსახურის თანამშრომლების ჩართვით, რომელთაც კარგი გამოცდილება აქვთ წყალდიდობასა და მეწყერულ რისკებთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ კვლავ არსებობს საშიშროება“ - განაცხადა ნორლანდმა.
რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ელჩის თქმით, ის ელოდება ხელისუფლებას, რათა მოხდეს კონკრეტული წინადადებების წარდგენა კონკრეტული მიმართულებებით.
მასალის გამოყენების პირობები






