თბილისის მერიამ დაზარალებულებს მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები გადასცა
საზოგადოება - 12:17, 18 Jun, 2015     1330
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საჭიროებების მიხედვით მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები გადასცა.

თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი დანელიამ დაზარალებულებს მედიკამენტები სასტუმრო „ლევილში“, „ხიბლსა“ და „თელაში“ დაურიგეს. აღნიშნულ დახმარებას ყველა სასტუმროში განთავსებული დაზარალებული ოჯახი მიიღებს.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფამდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ყველა სასტუმროში აღრიცხა დაზარალებული მოსახლეობა და უზრუნველყო მათთან ოჯახის ექიმებისა და პედიატრების მიყვანა, რომლებმაც დაზარალებულებს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია და საჭიროების მიხედვით რეცეპტები გამოწერეს.

დაზარალებულებს გადაეცათ წნევის საზომი აპარატები, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული, საგულე, სიცხის დამწევი, გაციების საწინააღმდეგო, მსუბუქი დამაშვიდებელი საშუალებები, ბამბა, ბინტი, წყალბადის ზეჟანგი, იოდი და პირადი ჰიგიენის ნივთები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42